FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ

მთავარისაზოგადოება 25.03.2015
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის მერიის პირველმა პირებმა მოინახულეს.

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ე.წ. ადინაცატების დასახლებაში ასფალტის დაგება უკვე დაიწყეს. დღეს, 25 მარტს მიმდინარე სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მისმა მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ამ ეტაპზე ასფალტი ზარზმელის ქუჩის 51–ე კორპუსთან მისასვლელ გზაზე იგება.

"მიმდინარეობს ასფალტის დაგება, პირველი შრე იქნება ხუთ სანტიმეტრიანი, მეორე შრე სამ სანტიმეტრიანი და ამ გზით ისარგებლებს 1 600 მოსახლე. ასევე, იგეგმება გამწვანების ზოლის მოწყობა, მოგვიანებით კი გარე განათების დამონტაჟება", – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ადგილობრივების თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ დასახლებაში ასფალტი არ დაგებულა.

"20 წელია აქ ვცხოვრობთ და არაფერი არ გაკეთებულა. მაგრამ დღეს ხალხი კმაყოფილია. დასუფთავდა ქუჩა, ნაგავი გაიზიდა და ასფალტი იგება", – ამბობს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ტარიელ ასპანიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ქუჩაზე, მცხოვრებლებს დასახლებაში დასაგები გზის სიგანე არ მოსწონდათ. ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მერიაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც, გზის გაფართოებას ითხოვდნენ. საბოლოოდ ზარზმელის 51–ში მცხოვრები მოსახლეობა და ქალაქის მერია შეთანხმდა, რა ტიპის ცვლილება შევიდოდა პროექტში, რის შემდეგაც, გზის სავალი ნაწილი შედარებით გაფართოვდა.

"პროექტში იყო ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა და ჩვეულებრივი სამანქანო გზა გაკეთდა, სადაც ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს აუქცევს. ასეთი ხარვეზები ხდება ხოლმე პროექტებში, მაგრამ ამის ცვლილება არ არის ძნელი. ავტორთან შეთანხმებით შევიტანეთ ცვლილება და იმ სამუშაოების ხარჯზე რა თანხაც დაიზოგა სხვა სამუშაოებისთვის გაიხარჯა, მაგალითად გაკეთდა კორპუსებში შესასვლელი კიბე", – ამბობს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოების შესასრულებლად 585.094 ლარი იხარჯება. სამუშაოები 2015 წლის მაისში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შპს "ასტორია" ასრულებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ზარზმელის მცხოვრებლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ