FM97.5 / LIVE

ზარზმელის მცხოვრებლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს

მთავარიეკონომიკა 26.02.2015
ახალციხეში, ზარზმელის 51–ში მცხოვრები მოსახლეობა და ქალაქის მერია შეთანხმდა, რა ტიპის ცვლილება შევიდეს პროექტში, რის შემდეგაც, გზის სავალი ნაწილი შედარებით გაფართოვდება.

ზარზმელის მცხოვრებლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს

დღეს, 26 თებერვალს, ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის N51–ში მცხოვრებლებთან, რომლებმაც გუშინ მერიაში გზის გაფართოების მოთხოვნით განცხადება და ხელმოწერები შეიტანეს, ახალციხის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ და ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსმა გელვასი გელაძემ ადგილობრივებს აუხსნეს, რომ ასფალტის საფარის გასაგანიერებლად, პროექტისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, დამატების საშუალება კი ბიუჯეტს არ აქვს. ერთადერთი გამოსავალია, ბორდიურების დავიწროების ხარჯზე, ასფალტის საფარმა ფარეხებიდან კორპუსისკენ აიწიოს. ასე გზა გაფართოვდება, თუმცა, არა ასფალტის საფარის დამატების ხარჯზე. ის ნაწილი, რაც ფარეხებისკენ დარჩება, ასფალტის გარეშე იქნება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიის წინადადებას დასთანხმდნენ. შეთანხმება მიღწეულია, მშენებლები სამუშაოებს ისევ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლებს დასახლებაში დასაგები გზის სიგანე არ მოსწონდათ. მათ 23 თებერვალს ახალციხის მერთან შეხვედრა ითხოვეს. მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი, რომელიც შეკრებილებთან მივიდა, ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მშენებელ კომპანიას დაელაპაარაკებოდა. მეორე დღეს, 24 თებერვალს, დილით, მუშებს წინა დღეს მოწყობილი ბორდიურები მონგრეული დახვდათ და ქუჩაზე სამუშაოები დროებით შეწყვიტეს. იმავე დღეს, საღამოს, ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. გუშინ, 25 თებერვალს, მათ მერიაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც, გზის გაფართოებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოების შესასრულებლად 585.094 ლარი იხარჯება. სამუშაოები 2015 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ზარზმელის ქუჩაზე ბორდიურები მოანგრიეს [Video]
ვიწრო გზა ნახევარ მილიონ ლარად [Video/Photo]
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება