FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა

მთავარიეკონომიკა 11.06.2015
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ქალაქ ახალციხის მერმა და ზარზმელის ქუჩის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის მოსახლეობას დღეს, 11 ივნისს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ზარზმელის ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე ესტუმრნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

"ამ უბანში ამოსვლა შეუძლებელი იყო, ყველაზე მაღალმთიან სოფელზე უარესი მდგომარება იყო. მოსახლეობა კმაყოფილია, მაგრამ ბუნებრივია მათ აქვთ სხვა პრობლემებიც, მოვედით ამის მოსასმენად და ვფიქრობთ რა შეიძლება გაკეთდეს. თუმცა ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება", – ამბობს თამარ გოგოლაძე.

მისივე თქმით, ამ დასახლებაში, მას შემდეგ რაც ასფალტი დაიგო დასუფთავების სამსახურმაც დაიწყო მუშაობა. ასევე იგეგმება ნაგვის ურნების დადგმაც. გზის რეაბილიტაციასთან ერთად, ზარზმელის ქუჩაზე გაკეთდა საბავშვო მოედანიც.

გიორგი კოპაძის თქმით, ამ დასახლებაში გარე განათებაც დამონტაჟდება. როგორც ქალაქის მერი ამბობს, აღნიშნული პროექტი უკვე შესყიდულია, თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება გარე–განათების სისტემის დასამონტაჟებლად, გიორგი კოპაძე ვერ გვეუბნება.

"გაკეთდება ეკონომიური განათების სისტემა, იქნება ლედ–ნათურები და ერთი ხელიდან მართული პულტი. ასევე იგეგმება ფასადების რემონტიც, ინფრასტრუქტურის სამსახური უკვე მუშაობს თუ რა დაჯდება ეს პროექტი", – ამბობს გიორგი კოპაძე.

ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრისას ადგილობრივებმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, დასახლება ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს არის, ამიტომ კარგი იქნება თუ ზარზმელის ქუჩაზე საქალაქო ტრანსპორტი დაინიშნება.

"ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რომ გამოხვალ გესიამოვნება, სუფთა და მოწესრიგებულია გზა. კარგი იქნებოდა ტრანსპორტიც რომ დადიოდეს", – ამბობს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები მერი ზედგინიძე.

გიორგი კოპაძის თქმით, მერია ამ პრობლემის მოგვარებაზეც იმუშავებს.

"იმ კომპანიასთან, რომელიც ქალაქს ემსახურება დავიწყებთ მოლაპარაკებებს, გზა უკვე კარგია და თავისუფლად შეძლებს ტრანსპორტი ამოსვლას", – ამბობს კოპაძე.

შეგახსენებთ, რომ ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სამუშაოების შესასრულებლად 585.094 ლარი დაიხარჯა. ზარზმელის ქუჩაზე ასფალტი შპს "ასტორიამ" დააგო.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
'კეთილმოწყობამ' ზარზმელის ქუჩა დაასუფთავა
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
ხანძარი ზარზმელის ქუჩაზე [Photos]