FM97.5 / LIVE

ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 03.08.2015
ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩის მოსახლეობა მშენებარე გზის სიგანეს აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, იმდენად ვიწრო გზას აგებენ, რომ ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევს.

ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ
მიქუტიშვილის ქუჩაზე ასფალტის დასაგებად სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტს შპს „მესხეთ ავტოგზა“ აგებს. სამუშაოებისთვის 247.100 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა ძალიან ვიწრო, 4,5 მ–ია და მანქანებს გავლა გაუჭირდებათ, ამიტომ მისი სიგანე 6 მეტრამდე უნდა გაიზარდოს.

„სახლის წინ მანქანა, რომ გააჩერო, სხვა მანქანა ვეღარ გაივლის. ვთხოვეთ, ტროტუარი და გზა შედარებთ დიდი გაეკეთებინათ, მაგრამ მერიაში აცხადებენ, პროექტი ასეა გაკეთებული და აღარაფერი შეიცვლეობაო. გზის სივიწროვის გამო ბავშვებიც ვეღარ გავლენ გარეთ“, – ამბობს მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრები გელა გვირჯიშვილი.

გზის გაფართოებას ითხოვს სერგეი რაისიანიც: „ბაგინაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და ამ გზით ვსარგებლობ. მისი სიგანე ნახევარი მეტრით მაინც უნდა გაზარდონ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მიქუტიშვილის ქუჩაზე ასფალტი ცალმხრივად იგება და მისი სიგანე საგზაო სტანდარტების შესაბამისია. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, პროექტი დააკორექტირეს და გზის სიგანე 4,5 მ–დან 5 მ–მდე გაიზრდება.

სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი აღლემაშვილი ამბობს, რომ ასფალტს დამატებით დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრზე დააგებენ.

„პროექტის კორექტირება მოხდება, იყო სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, მაგალითად გზის მეორე მხარეს არ ვაკეთებდით ბორდიურებს, ახლა კი ვაკეთებთ. დამატებით ხარჯებს მერია მოიძიებს“, – ამბობს გიორგი აღლემაშვილი.

როდის დაიგება გზის მეორე მხარე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის .

„მიქუტიშვილის ქუჩაზე უნდა გაკეთდეს სკვერიც, მაგრამ ეს სამომავლოდაა გაწერილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტები უკვე გაგზავნილი გვაქვს. დაფინანსების შემთხვევაში გარდა მიქუტიშვილის ქუჩისა გზები ქალაქის სხვა შიდა ქუჩებშიც მოწესრიგდება“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
სტიქიის შედეგად დატბორილი სახლები მიქუტიშვილის ქუჩაზე [Photo]
'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ
ახალციხეში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ