FM97.5 / LIVE

ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება

მთავარიეკონომიკა 02.10.2014
ახალციხეში ე.წ. ადინაცეტების დასახლებაში გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გვარამაძის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდი გარემონტდება.

ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება

ახალციხის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელის მანანა ბალიაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ორი პროექტის განსახორციელებლად გამოიყო: „587 494 ლარი ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაციისათვის და 122 985 ლარი გვარამაძის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციისათვის“.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი მიიჩნევს, რომ მანამდე ვიდრე ზარზმელის ქუჩაზე გზას გააკეთებენ, აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებთან ერთად გარე განათების საკითხიც უნდა მოგვარდეს.

ახალციხის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზარზმელის ქუჩაზე გარე განათების გაკეთება არ იგეგმება, რადგან სამომავლოდ აქ ე.წ. ეკონათურები და შესაბამისად, სხვა ტიპის გარე განათება დამონტაჟდება.

„როცა გზა კეთდება, ასფალტის დაგებასთან ერთად, განათებაც უნდა გაკეთდეს, თორემ მერე გზა გადაითხრება და იმას ისე, როგორც იყო, არასდროს არავინ აკეთებს“, - აცხადებს გიქოშვილი.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული მიზნობრივი ტრანსფერის გამო დღეს, 2 ოქტომბერს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს.

„ცვლილება განვახორციელეთ ბიუჯეტში და მერიას მივეცით თანხმობა სამუშაოების შესყიდვის შესახებ“, - განაცხადა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება