FM97.5 / LIVE
ბებიისა და შვილიშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.">

ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

მთავარისამართალი, შემთხვევა 12.07.2014
შსს-ს თანამშრომლებმა1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ი. დააკავეს, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს–ს ინფორმაციით, გენადი ი-მ მიმდინარე წლის 10 ივლისს, საღამოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალაქ ახალქალაქში მცხოვრებ, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ-ს და მის შვილიშვილს, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ-ს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გენადი ი. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ გოგაშენთან, ტყეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი „ეს-კა-ეს“-ის ტიპის კარაბინი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც შსს–ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე წლის წინ გენადი ი. მოკლული ქალბატონის ქალიშვილს ემუქრებოდა, რის გამოც 2011 წელს მუქარის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს-მ ადიგენში მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა [ვიდეო]
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ახალციხის სოფელ აგარიდანაა
ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს