FM97.5 / LIVE

UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამა

მთავარისაზოგადოება 20.03.2015
სამი წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების პრეზენტაცია, ვიდეორგოლები, ფოტოგამოფენა და პროექტის მონაწილე ახალგაზრდების შთაბეჭდილებები, – დემოკრატ მესხთა კავშირმა შეაჯამა პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“.

UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამა
როგორ დაიწყო პროექტი, რა იყო მისი მიზანი, როგორ იკრებდა ახალგაზრდებს, როგორ მეგობრდებოდნენ და იზრდებოდნენ პროექტის წევრები, რა იყო ყველაზე სახალისო და ყველაზე დიდი გამოწვევა, რა და რატომ დაამახსოვრდათ სამწლიანი ერთობლივი მუშაობიდან ყველაზე მეტად, როგორ გადააფასეს ღირებულებები და როდის გაუჩნდათ განცდა, რომ სხვისი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა სტუმრებს პრეზენტაციებითა და ვიდეორგოლებით უამბეს.

პრეზენტაციაში იყო ემოციური ნაწილიც, მაგალითად: ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრების სტუმრობა ქალაქ თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

ემოციური იყო სამოქალაქო ცენტრის წევრების ნაწილთა მოგონებებიც: რა განცდა ჰქონდათ, როცა პროექტში ჩართვის სურვილით ორგანიზაციაში მიდიოდნენ, როგორ განიცდიდნენ ქართული ენის არასათანადო ცოდნას, პირველ დავალებას, პირველ პრეზენტაციას და ა.შ.

პროექტს „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ საქართველოს გაეროს ასოციაცია ( UN Association of Georgia) აშშ-ს განვითარების სააგენტოს ( USAID/Georgia) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტი საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდება. სამცხე-ჯავახეთში პროექტის პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM იყო.

UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამა პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი. ქსელი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის და მოხალისეობის კულტურის დანერგვა ახალგაზრდებში; სამოქალაქო ინტეგრაციის, ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება და ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობა.

ახალციხის ახალგაზრდულ ქსელში 366 ახალგაზრდა ჩაერთო, 44 ეთნიკურად სომეხი, 322 კი ქართველი. 366–დან 288 გოგონა იყო, 78 კი ვაჟი. ქსელი 6 მიმართულებით მუშაობდა: განათლება, გარემოს დაცვა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა.

განათლების მიმართულებით ტარდებოდა: ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები, პრეზენტაციები, საგანმანათლებლო ტურები, პოეზიის საღამოები, ფოტო კონკურსები, საინფორმაციო აქციები, ესეების კონკურსი და ფილმების ჩვენებები. გენდერულ თანასწორობაზე ახალგაზრდები აქციებს, ტრენინგებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს მართავდნენ. ადამიანის უფლებების მიმართულებით, აქციებს, ტრენინგებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს, ფილმების ჩვენებაც დაუმატეს. ფიზიკური აქტივობებით იყო დატვირთული ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულება: ტრენინგებთან, დისკუსიებთან და პრეზენტაციებთან ერთად ახალგაზრდები მართავდნენ ფლეშმობსა და მარათონებს. გარემოს დაცვის მიმართულებაში ტრენინგებსა და პრეზენტაციებს დასუფთავების აქციები დაემატა. ტოლერანტობის მიმართულებაში აქციებს, ტრენინგებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს, ფილმის ჩვენება და სკაიპკონფერენცები დაუმატეს.

UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამაგარდა ახალციხის ახალგაზრდულ ქსელის აქტივობებისა, პროექტის საერთო ღონისძიებები იყო გაცვლითი პროგრამები, გაეროს მოდელირება და საზაფხულო და თემატური სკოლები. ახალციხელი ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამები ბათუმთან, ზუგდიდთან, ქუთაისთან და გორთან შედგა.

პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ 3–წლიანი ინტენსიური საგანმანათლებლო ღონისძიების საშუალებით ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მიიღო თვალსაჩინო შედეგი: ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო აქტივიზმში; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები გახდნენ მეტად ინტეგრირებული საზოგადოებაში და ამაღლდა ცნობიერება როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროს თაობაში.

პრეზენტაციის შემდეგ იყო საზეიმო ტორტი, ფურშეტი და ახალგაზრდების ერთობლივი ფოტო.

UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
როგორ ესმით ახალციხელ ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
პროექტი ბავშვთა უფლებების დასაცავად
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
UDM-ის ანგარიში საზოგადოებას