FM97.5 / LIVE

UDM-ის ანგარიში საზოგადოებას

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.12.2016
„დემოკრატ მესხთა კავშირმა“ საზოგადოებას ექვსწლიანი პროექტის, „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, ანგარიში წარუდგინა.

UDM-ის ანგარიში საზოგადოებას

პროექტში „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ასზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული და მათ ექვსი წლის განმავლობაში ასზე მეტი ტრენინგი ჩაუტარდათ. გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში იყო სხვა აქტივობებიც: საინფორმაციო აქციები, ესსეებისა და ფოტო კონკურსები, შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მუშაობდა გაცვლითი პროგრამებიც.

გაცვლით პორიგრამების ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთს შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამეგრელოში მცხოვრები ახალგაზრდები სტუმრობდნენ. ძირითადად გაცვლითი პროგრამები კულტურულ–საგანმანათლებლო ხასიათის იყო და როგორც პროექტის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ჯაბა ნათენაძე ამბობს, ახალგაზრდებს კულტურულ ძეგლებს, მესხურ სამზარეულოს და სხვა ტრადიციებს აცნობდნენ: „დავაგემოვვნებინეთ მესხური ქადა, ასევე აპოხტი. ვაჩვენეთ ვარძია, მესხური ტერასები და გავაცანით ძველი მესხური ვაზის ჯიშები“.

ნათენაძის თქმთ, პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებს შორის ნდობის გამყარება იყო, ასევე ის, რომ მათ უცხოს შიში არ ჰქონდეთ და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა: „გარდა ამისა, ვასწავლეთ პრობლემების დანახვა, გამოვლენა და ადვოკატირების გზით მათი გადაჭრა. ამის შემდეგ ისინი დამოუკიდებლად ართმევენ თავს მათ გარშემო არსებულ სირთულეებს“.

პროექტის ერთ–ერთი მონაწილე ლილი ზაზაძეც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დახმარებით დღეს ის უფრო მეტად დამოუკიდებელია: „ჩვენს ქალაქში არ ერთი პრობლემა მოვაგვარეთ, ასევე, ბევრი რამ გავიგე გენდერზე, თანასწორობაზე“.

„world vision- საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძის თქმით, რეალურად მსგავსი ტიპის შეხვედრები და ტრენინგები ახალგაზრდებს იმ უნარ–ჩვევებს უყალიბებს და იმ კომპეტენციას სძენს, რასაც ფორმალური განათლების დროს ვერ იღებენ: „ეს არის თუნდაც გუნდური მუშაობა, ლიდერობა და ა.შ.“

პროექტს, „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი ახალციხეში „არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა“ კავშირია.

UDM-ის ანგარიში საზოგადოებას

UDM-ის ანგარიში საზოგადოებას

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
UDM-მ პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ შეაჯამა
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლის ინიციატივით გამოდიან
ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია