FM97.5 / LIVE

როგორ ესმით ახალციხელ ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა

მთავარისაზოგადოება 25.11.2013
„ახალგაზრდებს ესმით გენდერული თანასწორობის ცნება. არ აღიქვამენ, რომ ეს მამაკაცის როლის დაკნინებაა“, - ასეთია ნინო ლომიძის შეფასება, რომელიც წლებია სამცხე-ჯავახეთში გენდერის საკითხებზე მუშაობს.

როგორ ესმით ახალციხელ ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა
რა არის გენდერული თანასწორობა, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რას ფიქრობენ სოფლებში, როგორ ხდება ოჯახებში გადაწყვეტილების მიღება, - ამ საკითხებზე 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ახალციხელმა ახალგაზრდებმა იმსჯელეს.

„ახალგაზრდებს გავაცანით რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით. ვისაუბრეთ საერთაშორისო კონვენციებზე, რა გვავალდებულებს, რომ განვახორციელოთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გარკვეული საქმიანობები“, - ამბობს „მერსი ქორფსის“ გენდერული საკითხების კოორდინატორი ნინო ლომიძე.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ამ მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით სოფლის დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია, როგორ ხდება ოჯახებში გადაწყვეტილების მიღება. ახალგაზრდებს ესმით ზოგადად გენდერული თანასწორობის ცნება, არ აღიქვამენ გენდერულ თანასწორობას ისე, რომ ეს არის კაცის როლის დაკნინება“, - ამბობს ნინო ლომიძე.

დისკუსიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებმა პრეზენტაცია გამართეს და შეეცადნენ გადმოეცათ რა არის ძალადობა და რა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს იგი.

„შევეცადეთ, რომ აქ მყოფი საზოგადოებისთვის აგვეხსნა ძალადობის რა ფორმები არსებობს, გაგვეცნო ძველ დროში რა ხდებოდა და როგორ მდგომარეობაში უწევდათ ქალებს ცხოვრება, შემდეგ კი თანამედროვე პერიოდზე ვისაუბრეთ. ასევე საქართველოში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ, კიდევ ერთხელ ავხსენით მიზეზები, რატომ ვლინდება ძალადობის ასეთი მძიმე ფორმები“, - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრი ანა მურადაშვილი.

დისკუსია ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა. პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: გენდერული თანასწორობა – პრობლემები რეგიონში [Video]
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები
ხშირად დასმული კითხვები გენდერული თანასწორობის შესახებ [R]