FM97.5 / LIVE

რატომ მიიღეს საყვედური გამგებლის წარმომადგენლებმა

მთავარიპოლიტიკა 24.03.2015
დღეს, 24 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციულ თათბირზე გამგებლის წარმომადგენლებმა სოფლებში საყვედური მიიღეს. გამგებლის მოადგილემ მათ ხვნის ბარათების დარიგების პროცესის გაჭიანურების გამო უსაყვედურა და სოფლის კრებები დაუწუნა.

რატომ მიიღეს საყვედური გამგებლის წარმომადგენლებმა
გამგეობის თათბირზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს სოფლებში ხვნის ბარათების დარიგების პროცესი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ნოდარი ტალახაძემ აღნიშნა, რომ ვალეში ხვნის ბარათების ნაწილი ჯერ კიდევ დასარიგებელია, რის გამოც საყვედური გამგებლის წარმომადგენელმა ვალეში ელიოზ ბარბლიშვილმა მიიღო: „ვალეში ხვნის ბარათები ამ დრომდე არ დარიგებულა, რა პრობლემაა? ვადები იწურება ამიტომ იქნებ დავაჩქაროთ პროცესი“.

როგორც ელიოზ ბარბლიშვილმა განმარტა, ვალეში მიწები იმ მოსახლეობაზეც არის განაწილებული, ვინც ამ ეტაპზე ქალაქში არ იმყოფება, ხვნის ბარათების დარიგება ამიტომ შეფერხდა.

„ვალე დიდი უბანია, სულ 837 ბენეფიციარია, ამიტომ ხვნის ბარათების დარიგება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, გარდა ამისა, ვისაც ბარათები ეკუთვნის ამ ეტაპზე ადგილზე არ არიან, ველოდებით მათ, სავარაუდოდ სააღდგომოდ დაბრუნდებიან და ვალეშიც დასრულდება ხვნის ბარათების დარიგება“, – ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.

ვალის გარდა ხვნის ბარათებთან დაკავშირებით საყვედური გამგებლის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს. ნოდარი ტალახაძის თქმით, სოფლებიდან ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი ჰექტარი ფართობი მიწა მუშავდება ყოვედღიურად და რომელ სოფლებში მუშაობს ტრაქტორი ვეღარ ღებულობს.

„დღის ბოლოს ქონების მართვის სამსახურს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სად მუშაობს ტრაქტორი, რომელ სოფლებში და ყოვედღიურად რა ფართობი მიწა იხვნება. ეს ინფორმაცია კი თქვენ, გამგებლის წარმომადგენლებმა უნდა გვითხრათ“, – განაცხადა გურამ მელიქიძემ თათბირზე.

რწმუნებულებმა ხელმძღვანელებისგან საყვედური "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი კრებების გამოც მიიღეს. როგორც ნოდარ ბალახაშვილმა აღნიშნა, სოფლის კრებებს მოსახლეობა არ ესწრება და გამგეობის წარმომადგენლებს პრიორიტეტების შესარჩევად კრების ჩატარება მეორედ უწევთ.

"მაგალითად აგარაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ კრება და ორჯერვე 7, მაქსიმუმ 10 კაცი ესწრებოდა კრებას. რაც ძალიან ცუდი მუშაობის შედეგია", – აღნიშნა ბალახაშვილმა.

გურამ მელიქიძემ განაცხადა, რომ პრიორიტეტების შერჩევა ყველა სოფელში 10 აპრილამდე უნდა დასრულდეს: "ამის შემდეგ დაიწყება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები".

შეგახსენებთ, რომ რწმუნებულებმა შენიშვნა გასულ კვირას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ზაზა მელიქიძისგანაც მიიღეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დარიგებული ხვნის ბარათების ნახევარი უკან დაბრუნდა
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ფერმერები: ხვნის ბარათების დარიგება დაგვიანდა [Video]
მესხეთში ხვნის ბარათების 75%-ს უკან აბრუნებენ
დღის კითხვა: რამდენად დროულია ხვნის ბარათების დარიგება [Video]
ახალციხეში ხვნის ბარათს 8,350 ადამიანი მიიღებს
სასოფლო ბარათების მიღების ვადა გახანგრძლივდა