FM97.5 / LIVE

სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ

მთავარიეკონომიკა 09.09.2013
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან დარჩენილი ნაშთი ახალ პრიორიტეტებს მოხმარდება

სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ
ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ რწმუნებულებისგან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. თათბირზე რწმუნებულებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე სოფელში პროექტის დასრულების შემდეგ გარკვეული თანხა დარჩათ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სოფელ მუსხში წყლის ავზები შეკეთდა და რიტუალების სახლი გაკეთდა. პროექტი უკვე დასრულებულია, თანხა 1 080 ლარი დარჩა და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ ეს ფული რიტუალების სახლისთვის ჭურჭელი შევისყიდოთ“, - ამბობს ურავლის ტერტიორიული ორგანოს რწმუნებული ბადრი ზაზაძე.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან დარჩენილი თანხა სხვა პრიორიტეტებს მოხმარდება.

„თანხა, რომელიც პროექტისთვის გამოიყენეს და ნაშთად დარჩა, შესაძლებელია რომ იგივე მიმართულებით გამოიყენონ, არანაირი პრობლემა არ იქნება და მოსახლეობას შეუძლია ახლავე გამოიყენოს ეს თანხა. მაგრამ თუ პრიორიტეტის შეცვლა უნდათ, მაშინ არჩევნების დამთავრებას უნდა დაელოდონ. ჩვენ ვუშუამდგომლებთ სამინისტროსთან, ახალი პრიორიტეტი აირჩევა და ათვისებული იქნება მთლიანი თანხა, რაც ამ პროგრამის ფარგლებში არის გამოყოფილი“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ სრულდება
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო