FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ

მთავარიპოლიტიკა 09.02.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი საკრებულოს დეპუტატებს სოფლის კრებებში მოსახლეობის ნაკლები ჩართულობის გამო საყვედურობს;

ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ

ბალახაშვილის განცხადებით, კრებებში, რომლებზეც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტები უნდა შეირჩეს, მოსახლეობის ხუთი პროცენტიც არ იღებს ხშირად მონაწილეობას. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამას ხალხის ნაკლები ინფორმირებულობით ხსნის.

„სოფლის კრებების ორგანიზება ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს, „ბირჟის“ ბიჭებით სოფლის საკითხი არ უნდა წყდებოდეს. არის შემთხვევები, როცა სოფლის კრებებზე მივდივართ და დეპუტატი იქ არ არის, ეს ანომალიურია“, – ასე მიმართა ბალახაშვილმა დღეს, 9 თებერვლას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს.

არ დაეთანხმა მას წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოში დეპუტატი ტიგრან მელქოიანი: „ბირჟაზე“ რომ ხალხი დგას, საქმეს ეს ხალხი აკეთებს–ხოლმე, აბა დედაჩემი რომ მოვიყვანო იქ რა უნდა გააკეთოს?!“

ასევე დეპუტატების განცხადებით, მათ სოფლის კრებების შესახებ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებმა უნდა მიაწოდონ. ბალახაშვილი კი ამბობს, რომ რწმუნებულსა და დეპუტატს შორის კომუნიკაცია ორმხრივი უნდა იყოს: „თუ რომელიმე სოფელში კრების შესახებ არ იცით, ვისშია პრობლემა?! დეპუტატებს სოფლის მაჯისცემაზე ხელი უნდა გედოთ“.

ელიაწმინდის თემის გაერთიანების დეპუტატი კობა სანდროშვილი ირწმუნება, რომ არცერთი დეპუტატი არ იტყვის უარს სოფლის კრებას დაესწროს და პრიორიტეტის შერჩევაში თავადაც ჩერთოს, თუმცა იგი ბალახაშვილის საყვედურს არ ღებულობს და ამბობს, რომ კრებების ორგანიზება სოფლის რწმუნებულების საქმეა.

ბალახაშვილი კი ირწმუნება, რომ სოფლებში დეპუტატების ჩართულობა ნაკლებია: „არ არიან სათანადოდ აქტიურები, რწმუნებულებს კი ვერ დავემდურები, ისინი უფრო მიდიან ხალხთან, ავრცელებენ განცხადებებსაც“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯება. ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტების შესარჩევად სოფლებში გასვლა უკვე დაიწყეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა
გამოკითხვა: ესწრებით თუ არა სოფლის კრებებს [Video]
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ სრულდება