FM97.5 / LIVE

სოფელ წახანში ხიდის შეკეთებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 12.03.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში ხიდი დაზიანდა და მოსახლეობა მის შეკეთებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

სოფელ წახანში ხიდის შეკეთებას ითხოვენ
ნუგზარ კარკაძე, გამგებლის წარმომადგენელი წახანში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში სოფელ ქიქინეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მეხუთე დღეა დაზიანებულია. 30 წლის წინ აშენებული ხიდი პერიოდულად მწყობრიდან გამოდის და შეკეთებას საჭიროებს.

სოფელ წახანში გამგებლის წარმომადგენელის ნუგზარ კარკაძის თქმით, ადგილობრივებმა ხიდი დროებით შეაკეთეს და ახლა მის უკეთ გარემონტებას გამგეობას სთხოვენ: „ეს საკითხი დავაყენე უკვე გამგეობაში”.

მისი თქმით, ხიდს რემონტი ხუთი–ექვსი წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა ისევ დაზიანდა: „ფიცარია ჩატეხილი. დროებით გავაკეთეთ და ახლა მისით სარგებლობა შესაძლებელია“.

გამოყოფს თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხას ხიდის შესაკეთებლად, თვითმმართველობაში ჯერ არ იციან.

„ვიდრე არ გავიგებთ ხიდის დაზიანების ხარისხს, ვერაფერს გეტყვით. გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გავლენ ადგილზე, შეისწავლიან ვითარებას და ამის შემდეგ გვეცოდინება, რას როგორ გავაკეთებთ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წახანში ავარიული ხიდი კაპიტალურად შეკეთდა
სოფელ წახანში ავარიული  ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს
მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
სოფელ არალში ხიდი შენდება