FM97.5 / LIVE
თანამდებობიდან გადააყენეს. უმცირესობა ფიქრობს, რომ ლობჯანიძე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.">

‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა

მთავარიპოლიტიკა 05.03.2015
გუშინ, 4 მარტს, ადიგენში, უმრავლესობის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყეს და თანამდებობიდან გადააყენეს. უმცირესობა ფიქრობს, რომ ლობჯანიძე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.

‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა

ადიგენის ყოფილი გამგებელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ ის რაც ადიგენში მოხდა, შიდა დაპირისპირების დადასტურებაა: „სკამებისთვის ბრძოლის გარდა არაფერს აკეთებენ. მოხდა ის, რომ ლევან ლობჯანიძის კლანს აჯობა იმედა მღებრიშვილის კლანმა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი ხელმძღვანელობს“.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი ფიქრობს, რომ ლობჯანიძის იმპიჩმენტი უფრო ზედა დონეზე გადაწყდა: „ადიგენის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ ინდიფერენტულები არიან, საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი სურვილით ვერ გადააყენებდნენ. დაახლოებით სამ საათში გადაწყდა ეს ამბავი, ზემოდან ჩარევის გარეშე კი ასე წარმატებულად არ განხორციელდებოდა. გუბერნატორის მითითება იყო, მისი მოადგილის, თუ უფრო ზემოდან, ეს თვითონ არკვიონ, ფაქტია, რომ საკრებულოს მუშაობას ვიღაცა აკონტროლებს“.

მისივე თქმით, ლობჯანიძე უბრალოდ შეეწირა ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობას: „ადიგენში არაფერი კეთდება. ყველაფერი საკრებულოს თავმჯდომარეს გადააბრალეს და ასე დასაჯეს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცესში მონწილეობა არ მიუღიათ.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად, საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გივი ენდელაძე ამბობს, „ქართული ოცნებას“ სხდომაზე არ დაუსახელებია მიზეზი, რატომ ათავისუფლებდნენ ლობჯანიძეს, ამიტომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს: „ერთადერთი მიზეზი დაასახელეს, თურმე ლევან ლობჯანიძეს არაგუნდური მუშაობის გამო უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის რეალური მიზეზი, ამიტომ, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, სკამებისთვის ბრძოლაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, – ამბობს გივი ენდელაძე.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმდღესვე დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლევან ლობჯანიძემ გუშინვე განაცხადა, რომ მის გათავისუფლებაში რეგიონის პირველი პირები მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს კატეგორიულად უარყვეს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმაც და მისმა მოადგილემაც.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს