FM97.5 / LIVE

ზაქარია ენდელაძე: 'იმედი მაქვს, საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ვიმუშავებ'

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
როგორ აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას და როდის დაწიყება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ადიგენში.

ზაქარია ენდელაძე: 'იმედი მაქვს, საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ვიმუშავებ'

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაქარია ენდელაძეს, ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა მოსწონს.

ენდელაძეს იმედი აქვს, რომ მათთან ერთად შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რასაც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს დაჰპირდა: „ეს ის კოლექტივია, რომელიც მოსახლეობამ აირჩია. თითოეულ მათგანს მეც დიდი იმედით ვუყურებ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები მხარში ამომიდგებიან და ერთად შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენი რაიონის მოსახლოებას წლებია აწუხებს“.

მისივე თქმით ახალი საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე კომუნიკაბელური და განათლებული პიროვნებაა.

„საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე თვეა რაც გავიცანი. იმედი მაქვს, რომ მასთან კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ვიმუშავებ“, – ამბობს ენდელაძე.

როგორც ზაქარია ენდელაძე ამბობს, პირველი რაც ადიგენის მუნიციპალიტეტში უნდა გაკეთდეს, დასაქმების პრობლემის მოგვარებაა.

„ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რასაც დავპირდით მოსახლეობას, შევასულოთ. უნდა მოხდეს აბასთუმნის რეაბილიტაცია, ეს ავტომატურად ნიშანავს ბევრ დასაქმებულ მუშახელს. აბასთუმნის განვითარება პირდაპირ შეუწყობს ხელს ჩვენი რაიონის განვითარებას. ასევე არის რამდენიმე პრედენდენტი, რომლებიც ყოფილი საკონსერვო ქარხნის აღდგენას დაიწყებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქარხანა დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რიტმს“.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ივლისს, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე,მის მოადგილედ კი თამაზ ძაძამია აირჩიეს.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენის საკრებულო მუშაობას წყალ–საკანალიზაციო სისტემის მოგვარებით დაიწყებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე მუშაობას შეუდგა
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ლევან ლობჯანიძე: 'საკრებულოს აპარატში ცვლილებებს არ ვგეგმავ'