FM97.5 / LIVE

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ ლევან ლობჟანიძე აირჩიეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე აირჩიეს

ლობჟანიძე ამ პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.
პირველი მოწვევის საკრებულოს სხდომას 30–ვე დეპუტატი ესწრებოდა. ლევან ლობჯანიძე 23 ხმით, 7–ის წინააღმდეგ აირჩიეს.

ლევან ლობჟანიძე 1947 წლის 10 მარტს, ადიგენის რ-ნის სოფ. მლაშეში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა ამავე სოფლის 7–წლიანი სკოლა, ხოლო 1963 წელს ადიგენის საშუალო სკოლა.

1964-69 წწ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო მანქანებისა და კომპლექსების სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამთო ინჟინერ–მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1980–2002 წწ კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1999 წლის იანვარში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. არის 27 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 7 გამოგონების ავტორი.

1969 წლიდან – 2006 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო/მექანიკის ინსტიტუტში.

1989-92 წწ მერაბ კოსტავას საადგილმამულო ფონდის წევრი იყო.

1995-99 წწ მუშაობდა“მონკავშირის“ საკუთრებაში არსებული მუხრანის გარეული ფრინველის საშენი მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1999-2010წწ ამავე მეურნეობის დირექტორად.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ქართული ოცნების” წევრია.

არის 1998 წელს დაარსებული “საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის” ერთერთი დამფუძნებელი და ასევე, ქ. თბილისის დაუმთავრებელი საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თამაზ ძაძამია აირჩიეს
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს