FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ 'თავისუფალი დემოკრატების' წევრთან სასამართლო დავა წააგო

მთავარიSK TV » ვიდეო 02.03.2015
'თავისუფალი დემოკრატების' წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო.



მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, ახალციხის საკრებულოს გოგოლაძის იურიუდიული კომიტეტის თავმჯდომარედ დაბრუნება და მისთვის იძულებითი განაცდური საათების, ჯამში 4.500 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გოგოლაძის სარჩელი პოლიტიკური დისკრიმინაციის ნაწილში. შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3.000 ლარს ითხოვდა.

ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება საკრებულოში უმრავლესობის წარმომადგენლის გელა პეტაშვილისთვისაც, რომელიც გოგოლაძის გადაყენების შემდეგ ამ პოზიციაზე დაინიშნა.

გაასაჩივრებს თუ არა საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.

პროცესს დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა.

„დღეს ახალციხეში ერთი უსამართლობა დავამარცხეთ და ხვალ უსამართლობას მთელ საქართველოში დავამარცხებთ! სამართლიანობა აღდგა, ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია", – ასე შეაფასა მომხდარი ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძე, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, 2014 წლის 21 ნოემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადააყენეს. გოგოლაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა. გოგოლაძე ამ დრომდე რჩება პარტიაში და ფიქრობს, რომ მას პოსტი სწორედ ამიტომ დაატოვებინეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს გოგოლაძემ 18 დეკემბერს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. გოგოლაძე საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა.

[თამუნა უჩიძე, გიორგი ლონდარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს
ირაკლი ალასანია: ‘დღეს ახალციხეში უსამართლობა დავამარცხეთ’
ახალციხის საკრებულოს წევრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო
ახალციხის სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაასრულა [Video]
შალვა გოგოლაძეს იძულებით განაცდურ 4 500 ლარს აუნაზღაურებენ
შალვა გოგოლაძის სასამართლოს ირაკლი ალასანია ესწრება