FM97.5 / LIVE

'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო

მთავარისამართალი 02.03.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრის, შალვა გოგოლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო

სასამართლომ ბათილად ცნო 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულება, რომლის საფუძველზეც გოგოლაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალციხის საკრებულოს დაევალა შალვა გოგოლაძისთვის, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 4500 ლარით. ასევე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გოგოლაძე დაუყოვნებლივ აღადგინონ პოზიციაზე.

შეგახსენებთ, შალვა გოგოლაძე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მორალური ზიანის 3.000 ლარით ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნაა არ დააკმაყოფილა.

შალვა გოგოლაძის პროცესს, ისევე როგორც გასულ სასამართლოს, დღესაც დაესწრო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია.

შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძე, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, 2014 წლის 21 ნოემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადააყენეს. საკრებულოს 15 დეპუტატიდან მის გათავისუფლებას მხარი 10–მა დაუჭირა. გოგოლაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა. გოგოლაძე ამ დრომდე რჩება პარტიაში და ფიქრობს, რომ მას პოსტი სწორედ ამიტომ დაატოვებინეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს გოგოლაძემ 18 დეკემბერს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. გოგოლაძე საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს
შალვა გოგოლაძეს იძულებით განაცდურ 4 500 ლარს აუნაზღაურებენ
ახალციხის სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაასრულა [Video]
სააპელაციომ შალვა გოგოლაძესა და ახალციხის საკრებულოს საჩივრები არ დაუკმაყოფილა
ახალციხის საკრებულომ 'თავისუფალი დემოკრატების' წევრთან სასამართლო დავა წააგო
შალვა გოგოლაძე მერიისგან 4.500 ლარის მიღებას ამ დრომდე ელოდება
ირაკლი ალასანია: ‘დღეს ახალციხეში უსამართლობა დავამარცხეთ’