FM97.5 / LIVE

ირაკლი ალასანია: ‘დღეს ახალციხეში უსამართლობა დავამარცხეთ’

მთავარიპოლიტიკა 02.03.2015
ქალაქ ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან საკრებულოს მიერ გათავისუფლებული შალვა გოგოლაძე თანადებობაზე დაბრუნდება.

ირაკლი ალასანია: ‘დღეს ახალციხეში უსამართლობა დავამარცხეთ’

ეს გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გამოაცხადა.

„დღეს ახალციხეში ერთი უსამართლობა დავამარცხეთ და ხვალ უსამართლობას მთელ საქართველოში დავამარცხებთ! სამართლიანობა აღდგა, ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წარმომადგენელი, პარტიული კუთვნილების გამო გაათავისუფლეს და ეს უსამართლობა დღეს სასამართლომ გამოასწორა“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ელოდა და ამ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება. კითხვაზე, მომხდარის შემდეგ კოლეგებთან თანამშრომლობა ხომ არ გაუჭირდება, გვპასუხობს, რომ არა, რადგან საკრებულოს წევრები მის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილები იყვნენ.

„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, სხვაგვარად შეუძლებელიც იყო“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, „ბურჯანაძე – დემოკრატების“ წარმომადგენელი ჯიმშერ გოგოლაური.

გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის საკრებულო ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

„მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია. დღეს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. უცნობია ის არგუმენტები, რის გამოც მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ჩაგვბარდება, გადავწყვეტთ გავასაჩივრებთ თუ არა“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს იურისტი თანათინ დიაკონაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძე, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, 2014 წლის 21 ნოემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადააყენეს. საკრებულოს 15 დეპუტატიდან მის გათავისუფლებას მხარი 10–მა დაუჭირა. გოგოლაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა. გოგოლაძე ამ დრომდე რჩება პარტიაში და ფიქრობს, რომ მას პოსტი სწორედ ამიტომ დაატოვებინეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს გოგოლაძემ 18 დეკემბერს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. გოგოლაძე საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა.

ირაკლი ალასანია: ‘დღეს ახალციხეში უსამართლობა დავამარცხეთ’

[თამუნა უჩიძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ 'თავისუფალი დემოკრატების' წევრთან სასამართლო დავა წააგო
'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
ახალციხის სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაასრულა [Video]
შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს
შალვა გოგოლაძეს იძულებით განაცდურ 4 500 ლარს აუნაზღაურებენ
ახალციხის საკრებულოს წევრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო
სააპელაციომ შალვა გოგოლაძესა და ახალციხის საკრებულოს საჩივრები არ დაუკმაყოფილა