FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩაზე ბორდიურები მოანგრიეს [Video]

მთავარიეკონომიკა, ვიდეო 24.02.2015
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივები დასაგები გზის სიგანეს აპროტესტებენ, დღეს, 24 თებერვალს, დილით, მუშებს წინა დღეს მოწყობილი ბორდიური მონგრეული დახვდათ.

ზარზმელის ქუჩაზე ბორდიურები მოანგრიეს [Video]

ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა, ვინც „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილზე დახვდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მართალია, ბორდიურისა და გზის წყობა არ მოსწონთ, მაგრამ ფილები ნამდვილად არ მოუნგრევიათ: „დილით გამოვედით და ასე დაგვხვდა“.

მას შემდეგ, რაც წინა დღეს გაკეთებული დანგრეული დახვდათ, მუშებმა ამ ქუჩაზე სამუშაოები აღარ გააგრძელეს და ქვედა ქუჩაზე გადაინაცვლეს.

გზის მშენებელი ფირმის, „ასტორია“ დირექტორმა, რომელიც სამუშაოებს ქვედა ქუჩაზე ათვალიერებდა, „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ ამ ერთ შემთხვევაში ბორდიულს ისევ მოაწყობენ, თუმცა, თუ შემთხვევა განმეორდა, აღარ გააკეთებენ: „უბედურება ის იქნება, საღამოს გაკეთებული დილით ისევ დანგრეული რომ დაგვხვდეს. მეორედ გავაკეთებთ, მაგრამ მესამედ ხელს აღარ მოვკიდებთ“.

თავის მხრივ, ზარზმელზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ გზის დაგება ამ პარამეტრებით გაგრძელდება, სამუშაოების გაგრძელების დიდი სურვილი აღარც მათ აქვთ.

„გზა არის ვიწრო, უსწორებენ ფარეხებს და ბორდიურიც სწორი კი აღარ გამოდის, დასაწყისში უფრო განიერი იქნება. ვის გაუგია ასე“...

„ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს და ნახევარი გზაც ისევ ტალახი რჩება“...

გუშინ, 23 თებერვალს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ახალციხის მერთან შეხვედრა ითხოვეს. მათთან სასაუბროდ მისულ მერის მოადგილეს, ადგილობრივებმა აუხსნეს რატომ არ მოსწონთ სამუშაოები. მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მშენებელ კომპანიას დაელაპარაკება, შპს „ასტორიაში“ ირწმუნებიან, რომ თუ თანხა არ დაამატა დამკვეთმა, პროექტში ცვლილებებს ვერ შეიტანენ.

ზარზმელის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ, ადინაცეტების დასახლებაში მცხოვრებლები ხელისუფლების ყურადღებას წლები ითხოვდნენ. დასახლებაში ამორტიზებული გზებია, არ არის განათება, არც სკვერები, არც ნაგვის ურნები და ა.შ.

„წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ გაგიკეთებთ, გაგიკეთებთ. ჯერ ძლივს დაიწყეს და ისიც ასე არასტანდარულად“, – ამბობენ ადგილობრივები.

2014 წლის მაისში, წინასაარჩევნოდ, ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ გოგოლაძე, ადგილობრივებს ნამდვილად ჰპირდებოდნენ, რომ დასახლების ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ.

„ვითომ აკეთებენ, რომ მოგვათვალონ“... – ამბობენ ზარზმელის მცხოვრებლები.


შეხვედრა ზარზმელის ქუჩაზე. 30 მაისი, 2014წ. არქივი

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ზარზმელის მცხოვრებლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ხანძარი ზარზმელის ქუჩაზე [Photos]
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ