FM97.5 / LIVE

ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

მთავარიეკონომიკა 03.04.2015
ქალაქ ახალციხის მერიის თანამშრომლებმა დღეს, 3 აპრილს გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენას აგებენ.

ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
გვარამაძის ქუჩაზე ორი ფენა ასფალტის საფარი 2840 კვადრატულ მეტრზე დაიგო, ტროტუარებზე კი 1500 კვადრატულ მეტრზე. აღნიშნულ ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 173 ათას ლარს შეადგენს.

გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ და აღნიშნულ უბანზე მერის წარმომადგენელმა ზურა სამსონიძემ დაათვალიერეს.

ზაზა გელაძის თქმით, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, უამინდობის გამო კი აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია გარდამავალ პროექტებში გადავიდა.

„უამინდობის გარდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას. სამუშაოები ცოტახნით შეჩერდა, როგორც კი ამინდი გამოვიდა სამუშაოები ისევ გაგრძელდა“, – ამბობს გელაძე.

გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მესხეთი ავტოგზა“ ასრულებს. როგორც კომპანიის საქმის მწარმოებელი მერაბ ზაზაშვილი ამბობს, სამუშაოები 15 აპრილამდე დასრულდება.

„დღეს მოვრჩებით ასფალტის მეორე ფენის დაგებას და დაგვრჩება ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება, რომელსაც ხვალ დავამთავრებთ“, – ამბობს მერაბ ზაზაშვილი.

ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო
ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება
გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამგებლისგან ქუჩის მოასფალტების პირობა მიიღეს
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე, რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა
რატომ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ახალციხეში გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები?