FM97.5 / LIVE

რა შეცვალა ახალციხის თემმა სოციალურ პაკეტში

მთავარიეკონომიკა 30.01.2015
გაზრდილი ერთჯერადი დახმარება ახალშობილებსა და ერთჯერად სამედიცინო გამოკვლევებზე; ნიადაგის უფასო კვლევა და აწეული ქულათა ზღვარი მათთვის, ვისაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სურს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცა.

რა შეცვალა ახალციხის თემმა სოციალურ პაკეტში

2015 წლიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პირველ და მეორე შვილზე 100 ლარის ნაცვლად 125 ლარი, მესამე შვილზე– 200, ხოლო მეოთხე და მეტ შვილზე კი 250 ლარი გაიცემა.

ცვლილებებია ერთჯერად სამედიცინო გამოკვლევასა და ოპერაციების დაფინანსებაშიც.

„სამედიცინო კვლევებზე და ოპერაციებზე გვქონდა დეფინიცია, ანუ მანამდე ვაფინანსებდით სოციალურად დაუცველებს სხვა პროცენტით და დანარჩენ კატეგორიას სხვა პროცენტით.ვინაიდან სოციალურად დაუცველებისთვის ეს პროცენტი დაბალი იყო და თანხას ნაკლებს მოიცავდა, ახლა გავაერთაინეთ და სამედიცინო კვლევები ყველას თანაბრად დაუფინანსდებათ. ჩვენ ვაფინანსებთ იმას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს, 70 პროცენტამდე, არაუმეტეს 500 ლარისა. რაც შეეხება ოპერაციებს, ვაფინანსებთ 100 პროცენტამდე, არაუმეტეს 2500 ლარისა“, – ამბობს ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ გოგინაშვილი.

მისივე თქმით, ყველა კონკრეტულ შემთხვევზე კომისიამ უნდა იმსჯელოს რა თანხის გაცემის საშუალება აქვს ბიუჯეტს: „გარდა ამისა ჰემოდიალეზიან პაციენტებსაც ვეხმარებით. ერთჯერადად 75 ლარს ვურიცხავთ“.

თამარ გოგინაშვილის განმარტებით, ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველ ოჯახს შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ნაკვეთის ნიადაგის გამოკვლევა მოსთხოვოს.

სიახლეა ისიც, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეძლება, –ქულათა ზღვარმა 150.000–მდე აიწია.

„ვინაიდან ჩვენს მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება ჰქონდეს საკუთარი უფასო სასადილო, ჩვენ მიბმული ვართ ახალციხის მერიის სასადილოზე, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეფართოვებინა წრე, რომ უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს შეძლებოდა უფასო კვება“, – განმარტავს გოგინაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
რას დაგიფინანსებთ ახალციხის მერია, თუ მკურნალობა ან ოპერაცია დაგჭირდათ
ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
საოლქო კომისიის წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს სააღდგომოდ ნობათს გადასცემენ
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია