FM97.5 / LIVE

ვის დაუფინანსდება ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

მთავარისაზოგადოება 30.09.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე–7 სხდომაზე, სოციალური დახმარების გაცემის წესში შეტანილი ცვლილებები და თვითმმართველობის თანამშრომლებზე პრემიების გაცემის წესი დაამტკიცეს.

ვის დაუფინანსდება ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

25 მომხრე, 2 წინააღმდეგი – ასე დამტკიცდა სოციალური დახმარების გაცემის წესში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ოპერაციების დაფინანსებას არეგულირებს.

ცვლილების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ის ოპერაციები უნდა დაფინანსდეს, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ბიუჯეტი არაუმეტეს 1000 ლარით, იმ მოქალაქის ოპერაციას დააფინანსებს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა 100.000–მდეა.
„ჩვენ დავუფინანსებთ გადასახდელი თანხის 70 პროცენტს, მაგრამ არაუმეტეს 1,000 ლარისა“, – განმარტავს თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი ლაბაძე.

სხდომაზე დამსწრე 27 დეპუტატიდან აღნიშნულ საკითხს მხარი ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა. კახა მოდებაძემ, რომელიც საკრებულოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, სხდომაზე აღნიშნა, რომ 100.000 ქულის ნაცვლად შესაძლებელია 150.000 ქულა დააწესონ. ასე უფრო მეტი ადამიანი მიიღებს დახმარებას.

„რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ როდესღაც ვიღაცამ პრემია უნდა მიიღოს, ამ პრემიის ხარჯზე დავეხმაროთ იმ ხალხს ვისაც უჭირს“, – აღნიშნა კახა მოდებაძემ.

თუმცა, როგორც სხდომაზე განმარტეს, სახელფასო ფონდიდან თანხის გადმოტანის უფლება და სოციალურ პროგრამებზე მისი მორგების უფლება არ აქვთ.

„ეს საკითხი ჩვენ განვიხილეთ და ასე დავადგინეთ, რომ 150.000 ქულას რომ ავაცილოთ ზღვარი, ძალიან ბევრი მოსახლე ხვდება ამ კატეგორიაში, შესაძლოა მთლიანი ბიუჯეტი არ ეყოს ამ დახმარებას“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე სოციალური განყოფილების უფროსმა მიხეილ ვარდიძემ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემის წესიც დაამტკიცეს.

„არსებობს მთავრობის 449–ე დადგენილება, რომელმაც შეზღუდა პრემიების უთავბოლო გაცემის წესი. კერძოდ, დააწესა რა პრინციპით უნდა მოხდეს თვითმმართველ ერთეულში პრემიების გაცემა. ეს წესი პირდაპირ გამომდინარეობს დადგენილებიდან და ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ წესის სახით. შესაბამისად, კენჭი უნდა ვუყაროთ პრემიების გაცემის წესს და არა პრემიების მიღებას“, – განმარტა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თამარ გოგინაშვილმა.

აღნიშნულ წესს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„როგორც წესი, პრემიები გაიცემოდა თითქმის ყველა თვე. ახალი წესის თანახმად, პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ და დღესასწაულებზე, წელიწადში სამჯერ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველა თანამშრომელზე პრემიის გაცემის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები ,რადგან პრემია არის წამახალისებელი თანხა, რომლითაც უნდა დააფასო ადამიანის შრომა. ასე რომ, ვინც შტატშია ყველამ პრემია მიიღოს, ამის მომხრე არასდროს ვიქნები“, – აღნიშნა სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ.

ვის დაუფინანსდება ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

გარდა ამ ორი საკითხისა, მეშვიდე სხდომაზე კიდევ 4 საკითხი დაამტკიცეს. დამტკიცდა ცვლილებები: ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებელების შემოღების დადგენილებაში; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ N19 დადგენილებაში; „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N 20 დადგენილებაში და “ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ “ 2014 წლის N24 განკარგულებაში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ასპინძის საკრებულოში წინასაახალწლოდ 23,170 ლარის პრემია გასცეს
რას დაგიფინანსებთ ახალციხის მერია, თუ მკურნალობა ან ოპერაცია დაგჭირდათ
ახალციხის საკრებულოში თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტის ანალიზის გარეშე დაამტკიცეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა