FM97.5 / LIVE

სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს

მთავარისამართალი 11.05.2015
იურიდიული დახმარების ბიუროს ახალი სერვისი დაემატა. თუ აქამდე სოციალურად დაუცველებს სამოქალაქო დავისას აქ მხოლოდ კონსულტაციას უწევდნენ და სამართლებრივ დოკუმენტებს უმზადებდნენ, ახლა მათ ადვოკატები სასამართლოშიც დაიცავენ.

სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს

იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებას გულისხმობს.

იურიდიული დახმარების ბიუროებში ახალი სერვისი იმ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დაემატა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 70 ათასი ქულა აქვთ მინიჭებული. თუმცა, შესაძლოა ასეთი ტიპის მომსახურება 100 ათასამდე ქულის მფლობელებმაც მიიღონ.

„არსებობს გამონკლისიც, თუ პირი არ არის რეგისტრირებული ბაზაში, მაგრამ სხვა დოკუმენტებით დასტურდება რომ შეჭირვებულია, დირექტორის თანხმობით ახალი სერვისი მასზეც განხორციელდება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ირუდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი დავით ზარიძე.

აქამდე, სოციალურად დაუცველებისთვის, სამოქალაქო საქმეების შემთხვევაში, მხოლოდ კონსულტაციების გაწევა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება შეეძლოთ, სასამართლოში მათ თავის დაცვა თავად უხდებოდათ, რადგან კერძო ადვოკატი აყვანის საშუალება არ ჰქონდათ. ახლა კი მათ სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ირუდიული ბიუროს ახალი თანამშრომელი გია სურმანიძე დაიცავს.

ამ მიმართულებით ახალი შტატი ბიუროში ახალი სერვისის დამატების გამო გაჩნდა.

გია სურმანიძე ახალციხეში სამუშაოდ ბათუმიდან გადმოვიდა. იგი აქ შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის იურისტად მუშაობდა. მანამდე კერძო ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს იურისტად დაინიშნა.

იგი სოციალურად დაუცველებს საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალში, ასევე სოციალურ დავებში გაუწევს მომსახურეობას. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ბიურო ამ მიმართულებით სოციალურად დაუცველებთან აქამდევ მუშაობდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ბორჯომის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა [R]
შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრა მოსახლეობასთან
დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს სააღდგომოდ ნობათს გადასცემენ
იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება