FM97.5 / LIVE

არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

მთავარისიახლე, განათლება 13.01.2017
ადიგენში, სოფელ არალში, მშენებელი ფირმის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, სკოლის მშენებლობა სამი თვეა შეჩერებულია და ტენდერი თავიდან გამოცხადდება.

არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ტენდერი, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ძირითადი სამუშაოები შესრულდა, ამ ეტაპზე გაუქმებულია. უახლოეს მომავალში კი სამინისტრო ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის 21 იანვარს დაიწყო და გასული წლის, ნოემბრის თვეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Civil Construction“ ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, რეაბილიტაცია–მშენებლობა შეჩერდა.

როგორც განათლებისა სამინისტროში განმარტავენ, მშენებელის გარდაცვალების გამო, ოჯახს სკოლის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ამიტომ ძველი ტენდერი გაუქმდა და ახალი ტენდერის გამოცხადებისათვის მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მათივე თქმით, სამინსიტრო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპეტრიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი.

"სამხარაულმა უნდა დაადგინოს, რა ეტაპზეა მიყვანილი მშენებლობა, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამის საფუძველზე შემდეგ უნდა გამოცხადდეს ახალი ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციაში შევა პირობა რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს„ – განმარტავენ სამინისტროში.

რა თანხაზე გამოცხადდება ტენდერი და როგორ განისაზღვრება მისი საბოლოო ვადა, ამას სამინისტრო სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დაადგენს.

რაც შეეხება ახალი ტენდერისათვის საჭირო ფინანსებს, თანხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერის მიხედვით, არლის საჯარო სკოლის მშენებლობის ღირებულება 1 698 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის მიხედვით, ძველი სკოლის ადგილზე ახალი, 192 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა გაშენდეს, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

ორსართულიან შენობაში სულ 13 საკლასო ოთახი იქნება განთავსებული. შენობის ფართობი- 2 848 კვ.მ–ია. მის შემადგენლობაში შედის ასევე - 306 კვ.მ მქონდე სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან