FM97.5 / LIVE

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.03.2018
ადიგენში, სოფელ არალში, ჯერ ისევ არ დასრულებულა 2015 წელს დაწყებული სკოლის მშენებლობა. სამუშაოები შეჩერებულია, ძველი გაკეთებული უკვე დაზიანებული. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ტენდერი აქვთ გამოსაცხადებელი.

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

დღეს, 13 მარტს, არალში, მშენებარე სკოლის ეზოში, „სამხრეთის კარიბჭეს“ არავინ დახვდა. ადგილობრივები აბობენ, რომ მუშებს იშვიათად ხედავენ. არადა, კომპანია Rooms–ს სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. ამ ეტაპზე, რაც ახალი დაგვხვდა ამ სკოლაში, მხოლოდ ეზოში აშენებული საქვაბეა.

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მშენებლობა პროექტში შესული ცვლილებების გამო შეჩერდა და ერთ კვირაში განახლდება.

არლის სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა, მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა. ის, რაც გაკეთებული იყო, შენობაში ჩასულმა წვიმის წყალმა დააზიანა, ფასადიდან ჩამოცვივდა ფილები.

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

სამინისტრომ სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს პროექტში ცვლილებების შესადანად და ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად თითქმის ხუთი თვე დასჭირდა.

„დამატებით ჭანჭიკიც რომ შეცვალო, ამაზეც ახალი პროექტი მზადდება და დრო სჭირდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

Rooms –თან ხელშეკრულება 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა. კომპანიას არა დაზიანებული ოთახების მოწესრიგება, არამედ მშენებლობის დასრულება დაევალა. დაზიანებული ოთახების და აყრილი იატაკის შესაცვლელად კი ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

განათლების სამინისტროს არლის სკოლის მშენებლობისთვის, თავდაპირველი გათვლებით, 1 698 000 ლარი უნდა დაეხარჯა. ახლა თანხა გაცილებით დიდია.

Civil Construction–მა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოების 70%–ზე მეტი შეასრულა, 1 307 000 ლარი დახარჯა. Rooms–თან ხელშეკრულება 500 000 ლარზე გაფორმდა. დაზიანებული ოთახების ხელახლა გასაკეთებლად კი ტენდერი, ორ კვირაში, დაახლოებით 350 000 ლარზე გამოცხადდება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება
არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]