FM97.5 / LIVE
როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში

როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 13.02.2015
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია 38 ყველაზე ღია საჯარო უწყებას შორისაა, თუმცა, ღია უწყებებს შორის არ მოხვდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტები.

როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში

კვლევის მიხედვით, სამხარეო ადმინისტრაციას IDFI–ს 12 მოთხოვნაზე, 12–ვე სრულყოფილი პასუხი აქვს გაცემული. ამ 100%–იანი ღიაობისთვის, გუბერნიამ ორგანიზაციისგან სიგელიც მიიღო.

ინფორმაციის გაცემის 94.10%–იანი მაჩვენებელი აქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 17 მოთხოვნაზე საკრებულოს გაცემული აქვს 15 სრულყოფილი და 2 არასრულყოფილი პასუხი. 90.10% –იანი მაჩვენებელი აქვს ახალქალაქის გამგეობას, რომელსაც 16 მოთხოვნაზე გაცემული აქვს 14 სრულყოფილი და 1 არასრულყოფილი პასუხი. 1 მოთხოვნა კი უპასუხოდ აქვს დატოვებული.

85.70%–იანი მაჩვენებელი აქვს ახალციხის საკრებულოს, რომელსაც 14 მოთხოვნაზე გაცემული აქვს 10 სრულყოფილი და 4 არასრულყოფილი პასუხი. გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს ახალციხის გამგეობას, რომელსაც 24 მოთხოვნაზე გაცემული აქვს 11 სრულყოფილი და 4 არასრულყოფილი პასუხი, 9 მოთხოვნა კი საერთოდ უპასუხოდ აქვს დატოვებული. ამ მონაცემების საფუძველზე, ახალციხის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემის ღიაობის მაჩვენებელი 54.20%–ია.

85.30%–იანი მაჩვენლებლითაა კვლევაში ასპინძის საკრებულო, რომელსაც 17 მოთხოვნაზე გაცემული აქვს 13 სრულყოფილი, 3 არასრულყოფილი პასუხი და 1 მოთხოვნა უპასუხოდ აქვს დატოვებული. 19 მოთხოვნაზე 14 სრულყოფილი, 2 არასრულყოფილი და 3 უპასუხოდ დატოვებული მაჩვენებლით, 78,10%–იანი ღიაობა აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემაში, ასპინძის გამგეობას.

70.80%–იანი ღიაობით ფიქსირდება კვლევაში ადიგენის გამგეობა, რომელსაც 24 მოთხოვნაზე გაცემული აქვს 17 სრულყოფილი პასუხი, 7 მოთხოვნა კი უპასუხოდ აქვს დატოვებული. ძალიან დაბალი, 39.30%–იანი მაჩვენებელი აქვს ადიგენის საკრებულოს, რომელსაც 28 მოთხოვნაზე გაცმეული აქვს 10 სრულყოფილი და 2 არასრულყოფილი პასუხი და 16 მოთხოვნა უპასუხოდ აქვს დატოვებული.

ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ ბორჯომის გამგეობასა და საკრებულოს. როგორც გამგეობას, ასევე საკრებულოს, 30 მოთხოვნაზე გაცემული აქვთ 18 სრულყოფილი პასუხი და 12 მოთხოვნა უპასუხოდ აქვთ დატოვებული. საკრებულოც და გამგეობაც საჯარო ინფორმაციის გაცემაში ღიაა 60%–ით.

50%–იანი მაჩვენებელი აქვს ნინოწმიდნის საკრებულოს, რომელსაც 30 მოთხოვნაზე 15 სრულყოფილი პასუხი აქვს გაცემული, 15 მოთხოვნა კი უპასუხოდ აქვს დატოვებული. გაცილებით დაბალია ნინოწმინდის გამგეობის მაჩვენებელი. ნინოწმინდის გამგეობას მოთხოვნების ნახევარზეც კი არ აქვს პასუხი გაცემული. 30 მოთხოვნაზე გამგეობას გაგზავნილი აქვს 12 სრულყოფილი და 1 არასრულყოფილი პასუხი, 17 მოთხოვნა კი უპასუხოდაა დარჩენილი.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევის შედეგები საზოგადოებას გუშინ, 12 თებერვალს წარუდგინა. კვლევა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.ამ ხნის განმავლობაში, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გააგზავნა 7.878 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში.

გაგზავნილი მოთხოვნებიდან მიღებულია: 3 628 სრულყოფილი პასუხი, 356 არასრულყოფილი პასუხი, 85 უარი, 1397 უპასუხოდ არის დატოვებული, ხოლო 2 412 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებიან, რომ ინფორმაცია არ აქვთ.

კვლევის თანახმად, მოთხოვნები მოიცავდა იმგვარ ინფორმაციას, რომლის მოლოდინიც, რომ იგი შეიძლება წარმოადგენდეს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან დახურულ პერსონალურ მონაცემებს, არ არსებობდა.

კვლევის მიხედვით, ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებიდან, დაწესებულებების კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა (მერია, გამგეობა, საკრებულო).

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა
IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა
ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
ახალციხის “ცხელების ცენტრიდან” ლუგარში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
კორექტირებული ბიუჯეტი
რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა
განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა