FM97.5 / LIVE

რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა

მთავარიეკონომიკა 23.01.2016
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანამშრომლებზე გაცემული საახალწლო პრემიის ოდენობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციას არ აწვდის.

რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა
„სამხრეთის კარიბჭემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საახალწლოდ გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია წერილობით 2015 წლის 25 დეკემბერს გამოითხოვა. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის მიღება იმავე დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ანა ტივაძემ დაადასტურა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პასუხი „სამხრეთის კარიბჭემ“ წერილის გაგზავნიდან მე–19 სამუშაო დღეს, 21 იანვარს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც რედაქცია ტივაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურში არ იმყოფებოდა: „პასუხი მე უნდა დამებრუნებინა, ჩემი ბრალია“.

ცხრა დღის დაგვიანებითა და სატელეფონო ზარების შემდეგ მიღებული ინფორმაცია კი არასრული აღმოჩნდა. გამგეობიდან მოსულ წერილში წერია: „დეკემბრის თვეში მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 63. მათგან 61 თანამშრომელზე პრემიის სახით გაცემილ იქნა ერთი თვის თანამდებობრივი სარგო“.

იმის გარკვევას, თუ რა ოდენობის პრემია გაიცა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე საახალწლოდ „სამხრეთის კარიბჭე“ ისევ ტელეფონის საშაულებით, ორი დღის განმავლობაში, ცდილობდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თეა ბერიძემ გვითხრა, რომ ტივაძე სამსახურში არ იმყოფებოდა და ამიტომ საჯარო ინფორმაციას მის გარეშე ვერ გასცემდა. თავად ტივაძე ჯერ ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდა, შემდეგ ჩვენ სატელეფონო ზარზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა, რომ თათბირზე იყო და მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდა. თუმცა ამის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს აღარ უპასუხა.

შეგახსენებ, ახალციხის, ბორჯომის და ადიგენის მუნიციპალიტეტების გამგეობებში, ასევე ახალციხის მერიაში საახალწლოდ ჯამში პრემია 284 247 ლარი გაიცა. აქედან ახალციხის გამგეობაში – 57 540 ლარი, ბორჯომის გამგეობაში – 108 777 ლარი, ადიგენის გამგეობაში – 58 900 ლარი გაიცა, ახალციხის მერიაში 59 030 ლარი;

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობაში საახალწლოდ პრემია 58 900 ლარი გაიცა
ბორჯომის გამგეობაში საახალწოდ პრემია 108 777 ლარი გაიცა
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
ახალციხის გამგეობაში 95 000–ლარამდე პრემია და დანამატი გაიცა
ახალციხის მერიაში საახალწლოდ 60 000–ლარამდე პრემია გაიცა
ადიგენის მერიაში საახალწლოდ 73 862 ლარის პრემია გაიცა
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში