FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.05.2019
IDFI–მა საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მუნიციპალიტეტს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას აქვს.

ახალციხის საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ცხრა ადმინისტრაციიდან, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ერთადერთია,რომელმაც, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 100%-იანი შედეგი აჩვენა.

საუკეთესო მაჩვენებლით, ცხრა საკრებულოს შორის მოხვდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოც.

2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, 64 მუნიციპალიტეტიდან, 12 მუნიციპალიტეტს აქვს, აქედან მხოლოდ სამია მერია, ცხრა კი – საკრებულო.

მონიტორინგის შედეგების თანახმად,2018 წელს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. IDFI-მ 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6,413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღო 3,653 განცხადებაზე, არასრულყოფილი - 493 მოთხოვნაზე, უარი - 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებულ იქნა 959 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები. ასევე პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტების და ხარჯების, უწყების წინაააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში
IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა
2015 წელს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 79.090 ლარის  პრემია და დანამატი გასცეს
ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარების ბიუროები მცირე სახელფასო ფონდის მქონე ბიუროებში მოხვდა
თვითმმართველ ქალაქებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იკვლევენ
თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტი ბოლო ადგილზეა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI