FM97.5 / LIVE

კორექტირებული ბიუჯეტი

მთავარიეკონომიკა 03.07.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კორექტირების შედეგად, ტენდერებზე დაზოგილი 58 000 ლარი, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლობითი ორგანოებისა და “ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისთვის” გადანაწილდა

კორექტირებული ბიუჯეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ახალი შესწორებები მიიღეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მითითებული თანხა ბიუჯეტის შემდეგი მუხლების დასაფინანსებლად განაწილდება: გამგეობა – მუხლი “სხვა ხარჯები” - 1000 ლარი, საკრებულო –”ხელფასი” - 12 000 ლარი.

შემდეგ მოდის განყოფილება - “ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა – 45 000 ლარი”, რომელიც საიტის მონაცემებით მოიცავს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობების კეთილმოწყობასა და გაზიფიკაციას 29 300 ლარი, ასევე საბავშვო ბაღების რემონტს – 21 500 ლარი - “განკუთვნილია მუნიციპალური საკუთრების შენობის საქვაბის მშენებლობისთვის”.

ასევე არის სოფლის მუნიციპალური გზების გრეიდერით დამუშავება, რისთვისაც 15 700 ლარია გამოყოფილი.

ოფიციალურ საიტზე არის ასევე ინფორმაცია სარეზერვო ფონდში შეტანილი ცვლილების შესახებ. ფონდი 26 920 ლარით შემცირდა და ეს თანხა შემდეგი პუნქტებისთვის დაიხარჯება:

1. გამგეობა (სხვა ხარჯები – მუნიციპალური გზების თოვლისგან გაწმენდა) – 10 000 ლარი;
2. გამგეობა (საოფისე-პერიოდული ლიტერატურა) – 1 500 ლარი;
3. საკრებულო (სატრანსპორტო-სათადარიგო ნაწილები) – 4 000 ლარი;
4. სახანძრო სამსახური (სამედიცინო დაზღვევა) – 3 420 ლარი;
5. ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჯავახიშვილის 2-ში მდებარე შენობის კეთილმოწყობა-რემონტი) – 8 000 ლარი.

კონკრეტულ ცვლილებებსა და ზოგიერთ კორექტირებულ პუნქტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს ჰოვჰანეს კარაპეტიანს მივმართეთ, რომელმაც ინფორმაციის წერილობით მოთხოვნა გვთხოვა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი ოთხი დღის შემდეგ მივიღეთ. ეს იყო ორი ჩვეულებრივი ფურცელი, ყოველგვარი ბეჭდისა და ოფიციალური დოკუმენტის დამადასტურებელი ხელმოწერის გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ამ 58 000 ლარის ეკონომია გაკეთდა ტენდერებზე: “ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საოფისე ხარჯები და საკანცელარიო საქონელი” - 1000 ლარი, “ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საოფისე ხარჯები და საკანცელარიო საქონელი” - 3 500 ლარი, ქალაქის სანიტარული დასუფთავება და გამწვანება – 800 ლარი, წყალმომარაგება – 1 700 ლარი, ელექტროენერგია – 3 400 ლარი და კეთილმოწყობა – 47 600 ლარი.

კითხვაზე, რა კრიტერიუმებით გადანაწილდა ეს თანხა, საფინანსო სამსახურიდან გვიპასუხეს: “ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიზანმიმართულად მიიჩნევს დაზოგილი ფულის კონკრეტული მიზნებისთვის დახარჯვას”.

კითხვაზე, რა მიზეზით დაემატა 12 000 ლარი მუხლს საკრებულოს “ხელფასი”, პასუხში წერია შემდეგი:
“საკრებულოს ¹114 26.03.2012 წ. წერილის თანახმად, რადგან დეპუტატების ხელფასების გაცემა მთელ რეგიონში მიმდინარეობს”.

კითხვაზე, მუნიციპალიტეტის კუთვნილ რომელ შენობებში ჩატარდება გაზიფიკაცია, რისთვისაც 29 300 ლარია გამოყოფილი და რა სამუშაოები ჩატარდება საბავშვო ბაღებში 21 500 ლარის ფარგლებში, შემდეგი პასუხი მივიღეთ: “გაზის გათბობის ინდივიდუალური სისტემა ჩაირთვება სპორტსკოლაში, მუსიკალურ სკოლასა და სამხატვრო სკოლაში. ქალაქის სამ საბავშვო ბაღში და სპორტულ სკოლაში “საქვაბეების მოწყობისთვის – 21 148 ლარი დაიხარჯება”.

კითხვაზე, რა მიზეზით შემცირდა სარეზერვო ფონდი 26 920 ლარით, პასუხი ასეთია: “ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი გათვალისწინებულია, სარეზერვო ფონდიდან თანხები საკრებულოს დადგენილების მიხედვით იხარჯება. კორექტირების დროს შემცირდა სარეზერვო ფონდის გეგმა და გაიზარდა იმ მუხლების გეგმები, რომლებზეც გამოყოფილი თანხები უნდა დაიხარჯოს”.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული საპასუხო წერილიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ კომისია –ის მეორე სართულის კიბის ნაწილის რემონტისთვის 8 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 1 500 ლარის თანხის პრესა: გაზეთი “მესხეთი” და ჟურნალი “თხევადი მზის ქვეყანა” იქნება გამოწერილი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42,7 მლნ ლარი დაიხარჯება
სამცხე–ჯავახეთის  საარჩევნო ოლქები  საპრეზიდენტო არჩევნებზე 157 950 ლარს დახარჯავენ

როგორ დაიგეგმა ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი
რა გაკეთდება ახალქალაქში რეგფონდიდან მიღებული 3 138 001 ლარით
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა