FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭემ“ წერილი ხუთ აგვისტოს გააგზავნა, პასუხი კი 19 სექტემბერს 12:35 საათზე მივიღეთ. ამასთან, საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ მოგვაწოდეს.

განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა

განათლების სამინისტროს წერილის გამოგზავნის ბოლო ვადა 19 აგვისტოს ეწურებოდა, საჯარო ინფორმაცია კი 30 დღის დაგვიანებით გასცა.

ოფიციალური წერილით ვითხოვდით ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში იმ სკოლებისა და მასწავლბელების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც სირვილი გამოთქვეს, დაეტოვებინათ სკოლა კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნულზე სამინისტროსგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ოფიციალური წერილით კი გვატყობინებენ, რომ „ინფორმაცია პენსიონერი მასწავლებლების მხრიდან კომპენსაციის მიღების შესახებ მიზანშეწონილია გამოთხოვილ იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის განამრტებით, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ვადები მუდმივად ირღვევა სხვადასხვა სააჯრო უწყებების მხრიდან: „დაგვიანება 10 დღაინი ვადისა არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და აქვს საყოველთაო ხასიათი. შემიძლია ვთქვა, რომ ერთთვიანი დაგვიანება არაფერია. პიველ აპრილს გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიგვიღია ჯერ“.

გარდა ინფორმაციის დაგვიანებისა, სულ ცოტა, უცნაური იყო სამინისტროს მხრიდან ჩვენი გადამისამართება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. გამოდის, რომ სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია და სტატისტიკა, რამდენმა პედაგოგმა გადაწყვიტა სკოლის დატოვება და რამდენმა უნდა მიიღოს კომპენსაცია? აგრეთვე, არის თუ არა მასწავლებლების ნაკლებობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში? ან თუ აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ უნდა იყოს იგი საჯარო?!

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია
ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ
ISFED: ახალციხის გამგეობამ საჯარო ინფორმაცია გასაჩივრების შემდეგ გასცა
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა
რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა