FM97.5 / LIVE

2014 წლის გახმაურებელი მკვლელობები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისამართალი 29.12.2014
2014 წელი სამცხე–ჯავახეთისთვის იყო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე წელიწადი მკვლელობების კუთხით. ამ წელს მოხდა ორმაგი მკვლელობა ახალქალაქში და სამმაგი მკვლელობა ადიგენში. ორივე შემთხვევაში მკვლელობებს თან სდევდა მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებისა და ახლობლების სოფლიდან გასახლებისა და მათი საცხოვრებელის დაზიანების ფაქტები. 2014 წელს მოკლეს მევახშე ქალბატონი ვალების გამო.

2014 წლის გახმაურებელი მკვლელობები სამცხე–ჯავახეთში

ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცმა შურისძიების მიზნით ბებია და შვილიშვილი მოკლა [Video], – 10 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ბებია და მისი 9 თვის შვილიშვილი მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი მალევე დააკავეს. როგორც გაირკვა, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მამაკაცმა საყვარელ გოგონაძე იძია შური, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა. გოგაშენში ამბები ამით არ დასრულებულა. მალევე დაზარალებულების ახლობლებმა ბრალდებულის დების ოჯახები სოფლიდან გაასახლეს. თვეების განმავლობაში მათ ქონებას სოფელში პოლიცია იცავდა. მოგვაინებით, ეს ოჯახები თავიანთ სახლებში ისევ პოლიციის დახმარებით დაბრუნდნენ. მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლომ დეკემბერში დაიწო. საქმე ბრალდებულის გარეშე იხილება, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით, იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფია და პარანოიდული შიზოფრენიითაა დაავადებული.

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს – მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია. მკვლელობიდან მალევე სოფლის დატოვება კუბლაშვილის ოჯახსაც მოუხდა. . საქმე ამით არც აქ დასრულებულა. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ დაზარალებულებმა დაარბიეს მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი და გაანადგურეს მათი ნათესები. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მკვლელობა სოფელ უდეში – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ვალეში მცხოვრებმა მამაკაცმა ქალბატონი მოკლა, რომელსაც მისი ვალი, სოლიდური თანხა მართებდა და ვერ უბრუნებდა. გარდაცვლილი ხალხისგან ფულს სესხულობდა, მას აპროცენტებდა და მეპატრონეებს თანხის 20%–ს უბრუნებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში თანხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა და ბევრი ვალი დაუგროვდა. იმ მამაკაცის, რომელმაც იგი მოკლა, 80 000 ლარი მართებდა. შსს–მ მკვლელობა მალევე გახსნა, დაკავებული ჩადენილს აღიარებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მკვლელობა სოფელ უდეში
ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცმა შურისძიების მიზნით ბებია და შვილიშვილი მოკლა [Video]
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
ახალქალაქში 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლეს