FM97.5 / LIVE

დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში

მთავარისამართალი » შემთხვევა 16.10.2014
სოფელ ყარათუბანში (იმერთუბანში), სადაც მარიამობის ღამეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსმა შვილის მეგობრები, სამი ახალგაზრდა მოკლა, ადგილობრივებსა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირებაა.

დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში

მკვლელობის შემდეგ ბრალდებულის ოჯახი სოფლიდან გადასახლდა, თუმცა, გუშინ, ღამით, ბრალდებულის მამა სოფელში დაბრუნდა, რასაც გარდაცვლილების ოჯახების წევრების პროტესტი მოჰყვა.

გარდაცვლილების ახლობლები ბრალდებულის მამის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. ამ წუთებში სოფელში 40–მდე პოლიციელია მობილიზებული. ადგილობრივები ბრალდებულის სახლში შეჭრას ცდილობენ, პოლიცია კი შეტაკების თავიდან აცილებას ცდილობს.

ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც, ერთ–ერთი გარდაცვილილის მამა ცუდად გახდა. ამ წუთებში სოფელში სასწრაფო დახმარების სამსახურს ელოდებიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა. 31 აგვისტოს კუბლაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრალდებულის მამა სოფლიდან უკვე გაიყვანეს
ბრალდებულის მამას ყარათუბნიდან პოლიციის კორიდორით გაიყვანენ
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა