FM97.5 / LIVE
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის, დავით კუბლაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.">

ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისამართალი 23.02.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ყარათუბანში მომხდარ, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის, დავით კუბლაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

სასამართლო პროცესს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და თანასოფლელები ესწრებიან. სამივე ახალგაზრდის დედა სასამართლოში გარდაცვლილი შვილების ფოტოსურათებით მივიდა.

წინასასაამართლო სხდომას არ ესწრება სამმაგ მკვლლობაში ბრალდებული, ადიგენის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი დავით კუბლაშვილი. ბრალდებულს სამი ადვოკატი იცავს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს.

მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 31 აგვისტოს კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარიდან მალევე, გარდაცვლილების ახლობლების მოთხოვნით, ბრალდებულის ოჯახი სოფლიდან გაასახლეს.

კუბლაშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2014 წლის 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, საქმის განხილვა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო. პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის, კუბლაშვილის ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე უნდა გაირკვეს, ნამდვილად დაეწყო თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ციხეში მოხვედრის შემდეგ.

ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ იდება სასამართლო, დავიღალეთ! – სამი მოკლული ახალგაზრდის დედა სამართლის ძიებაში [Video]
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
დაპირისპირება ახალციხის სასამართლოსთან – მოკლული ახალგაზრდების დედები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს