FM97.5 / LIVE

იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]

მთავარიფოტოამბავი, შემთხვევა 20.11.2014
ასე გამოიყურება სოფელ იმერთუბანში [ყარათუბანში] სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი.

იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]

28 აგვისტოს ღამეს, ადიგენში მომხდარ სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც სოფლიდან გაასახლეს, ამბობენ, რომ თანასოფლელებმა სასაფლაო სატვირთო ავტომობილით დაანგრიეს. მათივე თქმით, დარბეულია მათი ნათესები [შეგახსენებთ, მათ სოფელი ისე დატოვეს, მოსავლის აღება ვერ მოასწრეს] და გაჩეხილია ხეხილის ბაღი.

სასაფლაოს წაბილწვაზე „სამხრეთის კარიბჭე“ ადრეც წერდა. მაშინ თანასოფლელებმა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა საფლავის დაზიანების ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. თუმცა, შსს–ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სასაფლაო ნამდვილად დაზიანდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი არავის დასჯას არ ითხოვენ, უბრალოდ მათ სურთ თანასოფლელებმა საფლავი აღადგინონ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სოფელ იმერთუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა. 31 აგვისტოს კუბლაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

კუბლაშვილის ოჯახის წევრები ამ დროისთვის სოფელში აღარ ცხოვრობენ, ბრალდებულის მამამ სოფელში დაბრუნება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. იგი სოფლიდან პოლიციამ გაიყვანა. მათი სოფლიდან გასახლების მოთხოვნით, იმერთუბნელები აქციებსაც მართავდნენ.

იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]

იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
წაბილწეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო
ბრალდებულის მამა სოფლიდან უკვე გაიყვანეს