FM97.5 / LIVE

ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2017
29 და 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას მიიღებენ სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგში.

ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ

ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სოფლის განვითარების ეროვნული პოლიტიკის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი განვითარებისთვის, დაინტერესებულ მხარეთა როლის შესახებ პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, ევროკავშირის LEADER (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი) მიდგომისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესახებ.

ტრენინგ-პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და 2013-2019 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეთუნა ცოტნიაშვილი, „სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
იოჰანეს ჰანმა  კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა [R]
ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ბორჯომში
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა