FM97.5 / LIVE

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

მთავარისაზოგადოება 04.10.2015
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ერთობლივ პროექტებს განახორცილებენ. პროექტების ღირებულება ჯამში 1 350 000 ევროა.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი სომხეთის საზღვრისპირა რეგიონში, ლორეში მოქმედ ორგანიზაცია „ეკო კლუბთან“ და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციასთან (SEMA) ერთად, წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ენერგოეფექტურობის დანერგვას ეცდება. პროექტის ღირებულება 91,395 ევროა.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ ტრენინგ–სემინარებისა და ცნობიერების ამაღლების დღეების, გარდა, ორივე ქვეყნის რეგიონებში, სამცხე–ჯავახეთშიც და ლორეშიც, პრაქტიკული მეცადინეობებია დაგეგმილი. როგორც საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი ამბობს, პრაქტიკულ ტრენინგებზე მსმენელებს უშუალოდ ენერგოეფექტურ მოწყობილობებს დაამზადებინებენ: „ჩვენი მიზანია წინ აღვუდგეთ ტყეების გამეჩხერიანებას, – მოსახლეობაში დავნერგავთ ალტერნატიულ ენერგიებს: წყლის გამაცხელებლებს, მზის საშრობებს, შენობების თბოიზოლაციას... როდესაც მოთხოვნილება აღარ იქნება შეშის გამოყენების, ცხადია შემცირდება ტყის ჩეხვა“.

ახალციხის ორგანიზაციის პროექტი ერთ–ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის საგრანტო კონკურსის 8 გამარჯვებულს შორის. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობის თემაზე ეს ერთადერთი პროექტია.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრის პროექტის მსგავსად, ყველა გამარჯვებულ პროექტს მეზობელი ქვეყნების ორგანიზაციები, ერთობლივად განახორციელებენ. პროგრამის მთავარი პირობა სწორედ ეს იყო, ვინაიდან, მისი მიზანი საქართველოსა და სომხეთს შორის ტერიტორიული თანამშრომლობის გაძლიერებაა.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებმა ხელშეკრულებებს ხელი საზეიმოდ, სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს. ღონისძიებას ევროკავშირისა და ასევე ორივე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს არის გამარჯვებულების ღონისძიება. ყველა თქვენგანმა გრძელი გზა გამოიარა, რომ ამ დღემდე მოსულიყო“, – მიმართა საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულებს აღმოსავლეთ პერტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის (EaPTC) პროგრამის მმართველი ორგანოს, გერმანიის განვითარების თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) წარმომადგენელმა შტეფან ელსინგმა.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მიუხედავად სომხეთთან ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ეს საქმიანი ურთიერთობის დაწყების პირველი შემთხვევაა: „სამცხე–ჯავახეთში ტურიზმი ვერ მოიაზრება ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების გარეშე. სომხეთთან კი ეს ურთიერთობები ასეთი საქმიანი არ ყოფილა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში ჩართული არიან არასამთავრობოები. სამცხე–ჯავახეთის არასამთავრობო სექტორი ყოველთვის იყო ძლიერი, მათ აქვთ ეფექტური და ძლიერი ამოცანები და ვიმედოვნებ, რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს პროექტი“.

პროექტების შერჩევის პროცესში, სხვა მხარეებთან ერთად, ჩართული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის გიორგი წაქაძის თმით, ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც ევროკავშირი პირდაპირ აფინანსებს ტრანსსასაზღვრო პროექტებს.

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ „იყო ძალიან სერიოზული შერჩევის პროცედურა, რომელიც ევროკავშირის გაიდლაინების მიხედვით განხორციელდა. შესაბამისად, კითხვები მდგრადობაზე, შედეგების ლოგიკურობაზე, არ უნდა დაისვას. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეს თანამშრომლობა მოიცავს, ტურიზმის, სოფლის მეურნების საკითხებს და აქ მინიმალურია რისკები. პირიქით, ეს დაახლოება მოხსნის იმ პრობლემებს, რასაც ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გარკვეულწილად იჩენს ხოლმე თავს“, – აცხადებს გიორგი წაქაძე.

გთავაზობთ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალს:

საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი – „საზღვრისპირა თანამშრომლობის გზით სატყეო და ენერგეტიკული მდგრადი განვითარება“. პარტნიორები: ლორეს ეკო კლუბი (სომხეთი) და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია (SEMA). დაფინანსება 91,395 ევრო.

იჯევანის მუნიციპალიტეტი – „ერთობლივი გადაწყვეტილებები საერთო პრობლემების მოსაგვარებლად: მყარი ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება იჯევანსა და ბოლნისში“. პარტნიორები: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, უსაფრთხო ბავშვობა (სომხეთი), იჯევანის თემის კავშირი (სომხეთი), ქვემო ქართლის საჯარო ინფორმაციის ცენტრი და მდგრადი განვითარების ურბანული ფონდი (სომხეთი). დაფინანსება 209,674 ევრო.

ბოლნისის ენის სახლის – „ზღაპრების სწავლება“. პარტნიორი: ქალაქის კვლევითი ცენტრი (სომხეთი). დაფინანსება: 54,135 ევრო.

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება – „ახალგაზრდების ხმები ცვლილებისა და განვითარებისთვის“. პარტნიორები: საზოგადოების მობილიზაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (სომხეთი) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“. დაფინანსება - 74,143 ევრო.

არასამთავრობო ცენტრი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ორგანიზაცია (სომხეთი) – „საველოსიპედე და სასოფლო კომბინირებული საზღვრისპირა ტურიზმი, როგორც ინოვაციური მიდგომა საზღვრისპირა თანამშრომლობის პოპულარიზაციისთვის“. პარტნიორები: კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), დილნეტის სამსახურის საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია (სომხეთი) და „ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერა“ (საქართველო). დაფინანსება - 213,154 ევრო.

სიდა (საქართველო)– „საზღვრისპირა ეკონომიკური თანამშრომლობა“. პარტნიორები: სომხეთის ევრაზიის პარტნიორობის ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარდაჭერა ნოემბერიანს“ (სომხეთი). დაფინანსება 211,397 ევრო.

დილიჟანის ახალგაზრდული თანამშრომლობის ცენტრი – „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“. პარტნიორები: სომხეთის ევრაზიის პარტნიორობის ფონდი, ქვემო ქართლის ეროვნებათშორისი განყოფილება და კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი (საქართველო). დაფინანსება - 158,096 ევრო.

არასამთავრობო ორგანიზაცია Meghvik-ის (სომხეთი) – „ერთად უკეთესია: ერთობლივი ქმედება ჯავახეთი-შირაქის ეკორეგიონის კონსერვაციისთვის“. პარტნიორები: არასამთავრობო ორგანიზაცია Paros (საქართველო), სულთა გადარჩენის კავშირი (საქართველო) და მდგრადი განვითარების ურბანული ფონდი (სომხეთი). დაფინანსება -179,835 ევრო.

EaPTC-ის მმართველი ორგანოს წარმომადგენლის, შტეფან ელსინგის განცხადებით, დაფინანსებული პროექტები საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

[ნინო ნარიმანიშვილი, დილიჟანი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა