FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.11.2014
ახალციხეში მანველიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე ადგილზე იმყოფება, როგორც სამაშველო სამსახური ასევე საპატრულო პოლიციაც.

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი საცხოვრებელ სახლს დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოედო. ამ დროს ბინაში ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, 75 წლის აღუნიკ აგაბაბიანი იმყოფებოდა.

"ხანძარი საცხობიდან გადმოვიდა", - ამბობს დაზარალებული აღუნიკ აგაბაბიანი.

როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ძირითადად დამწვარია მხოლოდ სახურავი. მათი განცხადებით, ასევე სახურავი დაეწვა სტომატოლოგიურ კლინიკასაც.

აგაბაბიანების ახლობლების თქმით, სახლში დამწვარი თითქმის არაფერია.

ამ დროისთვის მანველიშვილის ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ასევე შეწყდა, გაზმომარაგებაც.

"გაზი გავთიშეთ, რადგან რაიმე საფრთხე არ შეიქმნას. ჩვენი თანამშრომლები ამ წუთებშიც იქ არიან", - აცხადებს შპს "ელენის" დირექტორი ვასილ აბულაძე.

შემთხვევის ადგილზე, იმყოფებიან ახალციხის მერიის თანამშრომლებიც.

"ჯერ არაფერი ვიცით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ვბისაუბრებთ რაც ზარალს დავითვლით", -- ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

რამ გამოიწვია ხანძრი მანველიშვილის ქუჩაზე ჯერ უცნობია.

"ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მომხდარზე ძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.


ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]