FM97.5 / LIVE

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2017
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ხანძარმა ხუთი საცხოვრებელი დააზიანა. ხუთიდან ერთი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

შემთხვევა დღეს, 2 აპრილს, მოხდა. კოსტავას ქუჩაზე ხანძარი, მამუკაშვილების, ნატრიაშვილების, ბაღდოშვილების, მერაბიშვილებისა და კიდევ ერთ დაკეტილ სახლს მოედო, რომლის მეპატროონებიც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობენ. ცეცხლი გამთენიას, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ოთხივე ოჯახმა გარეთ გამოსვლა მოასწრო.

„დილით ადრე გამოვედი, ახალქალაქში გოჭების საყიდლად მივდიოდი, დავინახე სახლზე ცეცხლი იყო მოდებული, მივედი, ბავშვები გამოვიყვანე, სახანძრო გამოვიძახეთ და ავეჯი გამოვზიდეთ“, – ამბობს ნუგზარ მერაბიშვილი, რომლის სახლის სახურავიც ნაწილობრივ დაიწვა.

როგორც დაზარალებულები ყვებიან, ხანძარი სავარაუდოდ მამუკაშვილების სახლის სახურავს, გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაუჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი გვერდით მდგომი სახლების სახურავებს მოედო.

„გუშინ, დილით, მარტო ჩვენთან ჩაქრა შუქი, დავრეკე კომპანიაში, მრიცხველის ბრალიაო და მალევე აღადგინეს. ალბათ ხანძარიც ამან გამოიწვია, რადგან სახურავში გაჩნდა და თან, ღუმელი საერთოდ არ ამინთია“, – გვეუბნება თამარ მამუკაშვილი, რომელიც ხანძრისაგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

მამუკაშვილებისა და მის გვერდით სახლს, რომელიც წლებია დაკეტილია, სახურავი საერთოდ აღარ აქვს. საცხოვრებლებიდან ავეჯი და ნივთების მეზობელთან გადაიტანეს.

„მარტო ის მახსოვს, რომ ბავშვები სახლიდან გამოვიყვანე. მეზობლებმა გამოზიდეს ავეჯი, ამ სახლში როგორ უნდა ვიცხოვრო არ ვიცი“, – ამბობს თამარ მამუკაშვილი.

რაც შეეხება ნატრიაშვილებსა და ბაღდოშვილებს, მათაც სახურავის ნაწილი დაეწვათ.

შემთხვევის ადგილზე ბორჯომისა და ახალციხის 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ორი საათზე მეტხანს ცდილობდნენ. კიდევ ორი საათი კი ხანძრის ბოლომდე ჩაქრობას დასჭირდა.

დამწვარი სახურავებიდან სახლებში წვიმა რომ არ ჩავიდეს, მეხანძრეებმა და მაშველებმა დაზიანებულ სახლებს ცელოფნები გადაახურეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. მომხდარძე ძიება 187–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბოლო ორ კვირაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ერთი სახლის სახურავში გაჩენილი ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადადის. სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა 21 მარტს, მესხეთის ქუჩაზეც. ბოლო ორ კვირაში, ორი შემთხვევის შედეგად, რვა სახლის სახურავია დამწვარი.

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი ახალციხეში - ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა[Photo]
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა