FM97.5 / LIVE

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2020
ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის ქრობაში ბორჯომის გარდა, ახალციხის და ხაშურის სახანძრო–სამაშველო ჯგუფებიც მონაწილეობენ. ადგილობრივების განცხადებით, დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი და საცხობი.

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.

ბორჯომის მერის მოადგილის, ბუბა ბერიძის განცხადებით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე კომერციული ფართიდან გადავიდა, სადაც ფურნეა განთავსებული.

"ხანძრის გაჩენის ორი ვერსიაა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარადუდოდ ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა და შემდეგ ფურნეზე გადავიდა, მეორე ვერსიით კი ხანძარი საცხობში გაჩნდა, გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სამწუხაროდ ფურნე არის თითქმის სრულად დამწვარი", – აცხადებს ბუბა ბერიძე.

მისი თქმით, ბორჯომის მერია დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება, ზარალის შესწავლა კი ხვალიდან დაიწყება.

სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენი კვადრატია დამწვარი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარეხის გზაზე  მანქანა დაიწვა [ფოტო]
ბორჯომში ხანძრის ქრობის დროს ადგილობრივი დაშავდა [ფოტო]
საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
რესტორან ‘რჩეულში’ ხანძარი ლოკალიზებულია
ვარხანში ხანძრის შედეგად კაცი დაიწვა
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]