FM97.5 / LIVE

მოხის სადავო შენობაზე ერთობლივი კომისია იმუშავებს

მთავარი 27.10.2014
მოხეში მდებარე სადავო შენობაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს აღარ განაახლებს. მისი წარმომავლობის დასადგენად ერთობლივი კომისია შეიქმნება.

მოხის სადავო შენობაზე ერთობლივი კომისია იმუშავებს
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა. იგი ბოლო დროს მოხეში განვითარებული მოვლენების გასაცნობად ადიგენში გუშინ, 26 ოქტომბერს იმყოფებოდა. ვაშაყმაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მუსლიმ და ქრისტიან მრევლს შეხვდა.

„ადიგენში გამგეობაში უნდა ჩამოსულიყო სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც, ჩვენ აქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით მან მესიჯი მომწერა, რომ მრევლი არ უშვებდა. ბუნებრივია, მათთან შესახვედრად ჭელაში ავედით, ჩემთან ერთად წამოვიდა გამგებელიც და იქ გავმართეთ შეხვედრა“, - ამბობს ზაზა ვაშაყმაძე.

სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ზაზა ვაშაყმაძის განცხადებას ადასტურებს და ამბობს, რომ ადიგენის გამგეობაში შეხვედრაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ ის სამუშაო საათებში, ჟურნალისტების თანდასწრებით, ოფიციალური ფორმატით გაიმართებოდა.

„ამ საქმის „ქურდული“ გარჩევა არ მინდა, - განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ და დაამატა, რომ ამის თქმის საფუძველს გუბერნატორთან 20 ოქტომბრის საღამოს გამართული შეხვედრა აძლევს, - ამ გამოცდილების გამო, მრევლმა არ მომცა უფლება მარტო წავსულიყავი საღამოს რვა საათზე შეხვედრაზე. მე თუ წავიდოდი 300 კაციც გამომყვებოდა თან და ამის გამო შესაძლოა რაიმე ექსცესს ჰქონოდა ადგილი“.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ჭელაში ძალიან კარგი შეხვედრა შედგა: „მუსლიმი მრევლიც და ქრისტიანი მრევლიც თანახმაა რომ იქ სამუშაოდ სპეციალური კომისია შეიქმნას“.

კითხვაზე, სამუშაოების შეჩერაბასთან და სპეციალური კომისიის შექმნასთან დაკავიშრებით დაითანხმა თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, გვიპასუხა: „ეს მას ჰკითხეთ თავად“.

„თათბირზე ვარ და ვერაფერს გიპასუხებთ“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ადიგენის გამგებელმა. თუმცა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოები შეჩერდება და შენობის წარმომავლობის გასარკვევად კომისია შეიქმნება, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დაგვიდასტურეს.


შეგახსენებთ, რომ შენობის გამო მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყოფილი მეჩეთის შენობაში ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენლებმა მისი დემონტაჟი დაიწყეს. მუსლიმი მრევლი შენობის მათთვის გადაცემას, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე კი სადაო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის სადავო შენობისთვის კომისიის შესაქმენლად სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
მუსლიმები მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას არ ენდობიან