FM97.5 / LIVE

მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2016
სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა 3 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინსიტრაციაში გაიმართება.

მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.

„ზუსტი დრო შეთანხმდება კომისიის წევრებთან და გაცნობებთ“, – ამბობს ვაშაყმაძე.

შეკითხვაზე, ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთა კომისიამ და რატომ ვერ დადო დასკვნა, ვაშაყმაძე გვაპსუხობს: „ამაზე პასუხი არსებობს, მაგრამ მოკლედ ვერ გიპასუხებთ, მოვიძიებ და გეტყვით“.

როგორც მან 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე განაცხადა, კომისიის მუშაობის მთავარი მიღწევა ისაა, რომ მოხეში ადგილობრივებს შორის კომუნიკაცია აღდგა.

“ის, რომ მოხეში არ არის დაძაბული სიტუაცია, ის, რომ მეზობლებს შორის არსებობს ურთიერთიბა, ის, რომ დიალოგი არსებობს, როგორც რელიგიურ დონეზე – მუფტსა და მეუფეს შორის, ისე სამხარეო ადმინისტრაციების დონეზე, ასვეე მრევლს, მუსლიმ თემსა და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის, მათ შორის რომ არ არის დაძაბულობა, მათ შორის რომ არ არის პრობლემა, ერთმანეთს ქვას რომ არ ესვრიან, დიალოგი რომ არის და ჭირი და ლხინი ჩვეულებრვი რეჟიმში რომ არის გადასული, როგორც კონფლიქტამდე არსებობდა, ეს პატარა შედეგია?“ – კითხულობს ვაშაყმაძე.

შეგახსენებთ, მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა იმ სადავო შენობაში დაიწყეს ლოცვა, რომელის წარმომავლბის საკითხიც სახელმწიფო კომისიას ჯერ არ შეუსწავლია. ხუთდღიანი ლოცვის შემდეგ, სამართალდამცავებმა სადავო შენობას კარი აუჭედეს და ამკრძალავი ლენტი შემოავლეს. დღემდე მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ. სოფელში მუსლიმი და ქრისტიანი თემიც კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
მოხეში მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ [Photo]
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
მოხეს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, შენობის წარმომავლობა კი ისევ გაურკვეველია
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო