FM97.5 / LIVE

მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას ორი პირი დაემატება

მთავარისაზოგადოება 27.12.2014
მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის მუშაობაში სამუფთო სამმართველოს წარმომადგენელი და სახალხო დამცველი ჩაერთვებიან.

მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 27 დეკემბერს მიიღო. სახალხო დამცველს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობება.

„სახალხო დამცველის ჩართვას კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ითხოვდნენ, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი კომისიის წევრად ჩავრთოთ“,-ამბობს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

კომისიის მეორე ახალი წევრი, სამუფთო სამმართველოს წარმომადგენელი, ოთარ ნადირაძე მუსლიმი თემის ნდობით აღჭურვილი პირია. მისი კომისიაში ჩართვის შესახებ ადიგენში მცხოვრებმა მუსლიმებმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოფელ დერცელში, დასავლეთ საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშაძის სტუმრობისას ითათბირეს.

ნადირაძის დამატების შემდეგ კომისიაში ოთხი მუსლიმი და სამი ქრისტიანი რჩება. აპროტესტებენ თუ არა ქრისტიანები, იმას რომ კომისიაში მეტი მუსლიმი და ნაკლები ქრისტიანია, „სამხრეთის კარიბჭემ“ ამის გარკვევა ახალციხისა და ტაო – კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან ვერ შეძლო. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუმცა, როგორც ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, ქრისტიანები კომისიაში მუსლიმის დამატებას არ აპროტესტებენ.

ოთარ ნადირაძის კომისიაში შესვლის შემდეგ კი მუსლიმი თემი კომისიას, რომელსაც ამ დრომდე შემადგენლობის გამო უნდობლობას უცხადებდა, ენდობა.

„ნადირაძე მუსლიმ თემში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მისი დამატების შემდეგ ადგილობრივები კომისიას ენდობიან. ამაზე ჩვენ დერცელში მუფთის სტუმრობისას ვისაუბრეთ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

გარდა კომისიის წევრების დამატებისა, დღევანდელ სხდომაზე შეიმუშავეს დებულება იმის შესახებ, რა ფორმატში იმუშავებს კომისია.

„ასევე, ძეგლთა დაცვის წარმომადგენელმა წარმოადგინა ის საკითხები თუ რა არის გასაკეთებელი კვლევა-ძიების თვალსაზრისით. მომავალ სხდომაზე იგი ამ მიმართულებით უკვე პროექტს გაგვაცნობს“, - აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, არ არის გამორიცხეული მომავალი სხდომები სამცხე-ჯავახეთში გაიმართოს. კომისია ახალი შემადგენლობით 9 თებერვალს, 14:00 საათზე შეიკრიბება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ ერთვება სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიაში
მუსლიმები მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას არ ენდობიან
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, შენობის წარმომავლობა კი ისევ გაურკვეველია
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს