FM97.5 / LIVE

მოხის მცხოვრებლები: პოლიცია მუსლიმებს ურტყამდა

მთავარი 22.10.2014
მოხეში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოხის მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებს პოლიცია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. შსს–ში კი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

მოხის მცხოვრებლები: პოლიცია მუსლიმებს ურტყამდა
შურა მიქელაძე ამბობს, სახის არეში დაზიანება პოლიციელმა მიაღებინა

ადგილობრივი ქალბატონი, 59 წლის შურა მიქელაძე ამბობს, რომ პოლიციელმა მას დაარტყა, ამის შემდეგ გონება დაკარგა და რა მოხდა აღარ ახსოვს.

„მივედი ჩემი მეჩეთის დასაცავად, მინდა, რომ ჩვენი სამლოცველო გვქონდეს. ამის გამო დავაშავე რამე?! დავინახე რომ კაცს კლავდნენ და იქით გავიქეცი. პოლიციელმა რომ ჩამარტყა მახსოვს, ფორმა ეცვა, მეტი აღარაფერი მახსოვს, დავეცი, გავითიშე, რა დროს წამომიყვანეს მოხიდან არ გამიგია“, – ამბობს შურა მიქელაძე, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ საკუთარ სახლში ესაუბრა.

შურა მიქელაძე სასწრაფო დახმარების სამსახურმა ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მალევე სოფელში დაბრუნდა.

შურა მიქელაძის მსგავსად, სამართალდამცველების მხრიდან წამოსულ შეურაცხყოფაზე საუბრობს ადგილობრივი ნაზი ბერიძეც.

„კაცს რომ კლავდნენ, ეს იყო ყველაზე საშინელი საყურებელი. პოლიციელები წიხლებით შედგნენ, რწმუნებულს, თემურ მიქელაძეს სცემდნენ, ყვიროდა, გეხვეწებით არ მომკლათო. დიდი ქვა იყო, პოლიციელები მივიდნენ და თავს არტყმევინებდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ კაცს. ქალებმა ეს რომ დავინახეთ, მივვარდით საშველად. ცალკე შვილებზე ვნერვიულობდით, რომ ამ არეულობაში რამე დანაშაული არ ჩაედინათ. ბრბო რომ მოაწვა, წინ ვინც მოყვა, ის შეაგდეს მანქანაში. ჩანდა რომ მანქანაში სცემდნენ, ამის შემდეგ პოლიციის მანქანას ქვები დავუშინეთ. ვინც ჩაამხსვრია მინა, ის ჩააგდეს მერე მანქანაში და ურტყამდნენ“, – ამბობს იგი.

მოხის მცხოვრებლები: პოლიცია მუსლიმებს ურტყამდა
ნაზი ბერიძე

ადგილობრივი ჯაბა მიქელაძე ამბობს, რომ დღეს მოხეში იმყოფებოდა ყველა, ვინც კი რეგიონში ხელმძღვანელ პოსტზეა. სამართალდამცველები კი მუსლიმებს დასცინოდნენ: „დამცინავად გვეუბნებოდნენ, წადით, გაიარეთ, ეს არ არის თქვენი საქმეო. ვინც მოიგო ტენდერი, ეს საქმე იმან უნდა გააკეთოსო. სამართალდამცველები ისე გვექცეოდნენ, თითქოს რამე დავაშავეთ. განსაკუთრებით მტრულად გუბერნატორი გვქცეოდა, წადით, გაიარეთ, თქვენ არაფერი იცით, ნუ გვებლატავბით – ასეთი საუბრები იყო“.

მისივე თქმით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრის მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა.

„პირიქით, ქრისტიანები სიმშვიდისკენ მოგვიწოდებდნენ“, – ამბობს ჯაბა მიქელაძე და ამატებს, რომ მუსლიმები ამ შენობაში ბიბლიოთეკის გაკეთებას არ დაუშვებენ, –„ სისხლის ფასად არ დავთმობთ ამ შენობას. მშვიდობიან პროტესტს გავაგრძელებთ, ვიბრძოლებთ იქამდე, სადამდეც ხელი მიგვიწვდება. ეს არის ქართველი მუსლიმებისთვის სულში ჩაფურთხება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცველებს ადგილობრივებისთვის არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ და არც დამცინავ მიმართვებს ჰქონია ადგილი.

შეგახსენებთ, დღეს, 22 ოქტომბერს, მოხეში, ძველი მეჩეთის შენობასთან მუშების გამოჩენას, ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. მუსლიმებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც 14 ადამიანი დააკავეს.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“