FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.10.2014
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა, უხვი დაპირებები გასცა და სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზა.

ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს

ქალაქის მერი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს დღეს, 22 ოქტომბერს, უნივერსიტეტში შეხვდა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„რამდენად ხშირი იქნება სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან შეხვედრა, ეს მათ ჩართულობაზეა დამოკიდებული. მე დღეს წინადადებით მოვედი, რომ ბიუჯეტის დაგეგმვაში მიიღონ მონაწილეობა, შემოგვთავაზონ საკუთარი აზრები და გვითხრან ის, რაც მათ სჭირდებათ, რადგან ჩვენ თანხები ზუსტად გავწეროთ, ეს იქნება კულტურის სფერო, განათლების თუ სხვა“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

სტუდენტებმა მერთან შეხვედრის დროს ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. განაცხადეს, რომ აწუხებთ გასართობი ადგილების არარსებობა, ქალაქს სჭირდება დასუფთავება და გამწვანება, არასაკმარისია საქალაქო ტრანსპორტი.

ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს შიდა ტრანსპორტთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კერძო კომპანია, რომელიც ქალაქს ემსახურება, 4 ავტობუსის დამატებას გეგმავს.

საუბარი შეეხო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თუნდაც რამდენიმე სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდიის დანიშვნას, რაზეც ქალაქის მერმა განაცხადა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ.

გიორგი კოპაძემ ახალციხეში ბინათმშენებლობის საკითხეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ბინების მშენებლობა დაიწყება, სადაც სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელიც იქნება. თუმცა, კონკრეტული პასუხი, როდის დაიწყება მშენებლობა, ქალაქის მერს არ ჰქონდა.

„ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ველოდებით გადმოცემას. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაც შევქმნით საბინაო ფონდს“, – განაცხადა კოპაძემ.

ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ბერიძის თქმით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობა რეალურია: „ახალქალაქში უკვე დავიწყეთ საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია. დღეს უნივერსიტეტი საერთო საცხოვრებლის გარეშე არაფერი არაა. სამწუხაროდ, საქართველოში სტუდქალაქებისა და საერთო საცხოვრებლების კულტურა აღარ არის“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალციხის მერს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით მდებარე სპორტდარბაზის რეაბილიტაცია სთხოვა. გიორგი კოპაძე სტუდენტებს დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს
სტუდენტობა  ნაქირავებ ბინაში
ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს