FM97.5 / LIVE

რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.12.2015
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა. განსხვავებით წინა ნაკადისგან, რომლებმაც მხოლოდ 2 თვის სტიპენდია მიიღეს, ახალ ნაკადს ჰპირდებიან, რომ წამახალისებელ თანხას 5 თვე გადაუხდიან.

რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს

დღეს, 15 დეკემბერს, ახალციხის მერიაში შედგა. ახალციხის მერმა სტუდენტებთან ქალაქში განხორციელებულ და ასევე, მომავალ, 2016 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი კოპაძემ სტუდენტებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება 2016 წელს, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. თქვენ მერის სტიპენდიანტები ხართ და მინდა, რომ პირველები იყოთ“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი კოპაძემ.

ახალციხის მერიამ ყოველთვიური სტიპენდია, 100 ლარის ოდენობით, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტისა და კოლეჯ „ოპიზარის“ რვა წარჩინებულ სტუდენტს დაუნიშნა. სტუდენტებს დაჰპირდნენ, რომ სტიპენდიას ერთი სემესტრის, 5 თვის განმავლობაში ჩაურიცხავენ.

„ეს სტიპენდია გაგრძელდება სულ. მე ჯერ წასვლას არსად ვაპირებ, თუმცა როდესაც წავალ და სხვა მერი იქნებ, ალბათ ისიც გააგრძელებს სტიპენდიის მიცემას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქში განათლებული ხალხი გვყავდეს“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო, ორმაგად საპასუხისმგებლოა მერიის სტიპენდიანტობა“, – ამბობს სტუდენტი მარი ნარიმანიძე.

მერიის თანამშრომლებისა და სტუდენტების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ქალაქის მერი, გიორგი კოპაძე მსგავს სახის შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

შეგახსენებთ, ახალციხის მერიამ სტიპენდიის გაცემა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო. პირველ ნაკადშიც 8 სტუდენტი მოხვდა. მერია მათ ერთი სემესტრის სტიპენდიას დაჰპირდა, თუმცა, მხოლოდ ორი თვის ჩაურიცხა, მაისისა და ივნისის. მერიაში მომხდარი იმით ახსნეს, რომ ივნისში სემესტრი დასრულდა. პირველი ნაკადის სტუდენტებმა კი, მერიის სტიპენდიის დანიშვნით, უნივერსიტეტის სტიპენდია დაკარგეს და საბოლოოდ, დამსახურებული ჯილდოს გარეშე დარჩნენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა
ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
ახალციხის მერიის სტიპენდიას 14 სტუდენტი მიიღებს
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს
ახალციხის ციხეზე მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს