FM97.5 / LIVE

ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს

მთავარისაზოგადოება 19.03.2015
რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის ნაწილი, ახალციხის მერიის საკუთრებაში გადადის. ამ ტერიტორიაზე მერია პატარა ქალაქის გაშენებას გეგმავს.

ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს

ახალციხეში, ყოფილ სამხედრო დასახლებას 20 ჰექტრამდე ტერიტორია უკავია. დაახლოებით ოთხ ჰექტარზე სამი ოთხსართულიანი კორპუსი დგას, ტერიტორიის ნაწილზე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტორებმა და შემოსავლების სამსახურმა საკუთარი თანამშრომლებისთვის ორი, 9–სართულიანი კორპუსი ააშენა. დანარჩენი ტერიტორია კი, სადაც რამდენიმე მიტოვებული და გაუქმებული შენობაა, აუთვისებელია.

ახალციხის მერია ყოფილი სამხედრო დასახლების ნაწილზე ხუთი ახალი საცხოვრებელი კორპუსის, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელის, კულტურის ცენტრის, 25–ადგილიანი მუნიციპალური საავადმყოფოსა და უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების გაკეთებას გეგმავს.

„ინვესტორები მზად არიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხუთი კორპუსი ააშენონ, ბინებს შეღავათიან ფასებში გავყიდით. ასევე ტერიტორიის ნაწილს საერთო საცხოვრებლისთვის უნივერსიტეტს გადავცემ, ვაპირებ კულტურის ცენტრის გახსნასაც. იქ არის ლაზარეთი, სადაც შეიძლება მუნიციპალური საავადმყოფოს გაკეთებაც, გარდა ამისა ჩვენ ქალაქში ძალიან ბევრი უბინაო ოჯახები გვყავს, რომლებსაც ერთ – ერთ შენობას დავუთმობთ, გავურემონტებთ და შევასახლებთ“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

მერია სამხედრო დასახლებაში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას კი მას შემდეგ დაიწყებს, როცა სახელმწიფო აღნიშნულ ტერიტორიას საკუთრებაში გადაცემს. ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიის მოთხოვნით ოთხი წერილი უკვე გაუგზავნა.

„ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, რომ აღნიშნული ქონება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. მერე მოხდა ამ ტერიტორიის ორად გაყოფა, ზედა ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზე გადავიდა, ქვედა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტოს საკუთრებად დარჩა. თუმცა ამ ქვედა ნაწილის კიდევ ნაწილი უზურფრუქტის წესით სასაზღვრო პოლიციას აქვს აღებული“, – ამბობს მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი როინ თაქთაქიძე და ამატებს, რომ ბოლო გაგზავნილ წერილზე პასუხი უკვე მიიღეს: „როგორც დაგვპირდნენ, აღნიშნული დასახლების ზედა ნაწილს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, გადმოგვცემენ, რაც შეეხება ტერიტორიის ქვედა ნაწილს, ამ ეტაპზე სასაზღვრო პოლიციამ მის გადმოცემაზე უარი განაცხადა“.

ის ტერიტორია, რომელიც შესაძლებელია ქალაქ ახალციხის მერიის ბალანსზე გადავიდეს, თაქთაქიძის თქმით, 80.965 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

სამხედრო დასახლება, ეგრეთ წოდებული, “პაგრანატრიადი” 60-იანი წლების ბოლოს გაშენდა. დასახლება საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარს ეკუთვნოდა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებლებისთვის იყო ნებადართული.

სამხედრო დასახლებაში რუსი ოფიცრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. მათი საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ამ ტერიტორიაზე შტაბები, “კაზარმები” და სხვა სამხედრო შენობები იყო განთავსებული. ტერიტორია “რუსის ჯარის” მიერ 90-იან წლებამდე კონტროლდებოდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქი ახალი მშენებლობის მოლოდინში
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
რა კეთდება ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე
ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა
ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას