FM97.5 / LIVE

ყარათუბნელები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს შეხვდნენ

მთავარისაზოგადოება 20.10.2014
რას მოითხოვს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში მცხოვრები მოსახლეობა და რას დაჰპირდა მათ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი.

ყარათუბნელები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს შეხვდნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში მცხოვრები მოსახლეობა მოითხოვს, რომ 28 აგვისტოს ღამეს, ადიგენში მომხდარი სამი ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულის მამა სოფელში არ დაბრუნდეს. გარდა ამისა, ყართუბნელები ბრალდებულის შვილისა და იმ ადამიანის დასჯას მოითხოვენ, რომელიც მკვლელობის ღამეს ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა.

ამ მოთხოვნით ყარათუბნელები დღეს დილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

"ბრალდებულის მშობელს ისევ დაბრუნება უნდა, ჩვენ არ გვინდა რომ სოფელში მოვიდეს, განა იმიტომ, რომ ამ კაცის ჯინი გვჭირს, უბრალოდ მკვლელობა კიდევ რომ არ მოხდეს, ახალგაზრდები შარში არ გაეხვნენ და უბედურება არ დატრიალდეს. შვილები დავმარხეთ და ვინც ცოცხლები დაგვრჩა, ისინიც მკვლელებად რომ არ ვაქციოთ ამიტომ არ გვინდა ამ კაცის დაბრუნება", – ამბობს ერთ–ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა მარინა ანდღულაძე.

ადიგენის შემდეგ ყარათუბნელებმა ახალციხეში გადაინაცვლეს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს. ისინი სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ჩვენ გვინდა, რომ სოფელი დაწყნარებული იყოს და მკვლელის ოჯახი არ შემოვიდეს. ის სახლი უნდა გაპარტახდეს, უნდა იყოს ნიმუში იმის, რომ არავინ არ უნდა მოკიდოს სხვის სიცოცხლეს ხელი", – ამბობს ერთ–ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ირმა გვენეტაძე.
ყარათუბნელები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს შეხვდნენ
როგორც სამხარეო სამმართველოს უფროსთან შეხვედრის შემდეგ ყარათუბნელებმა განაცხადეს, კალანდაძემ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"დადებითი პასუხი მივიღეთ, მოგვიწოდებენ სიმშვიდისკენ და ყველა იქნება სათანადოდ დასჯილი", – გვითხრა სამხარეო სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ყარათუბანში მცხოვრებმა მამუკა სირბილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდერის დეტალებს არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარათუბანში (იმერთუბანში), სადაც 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსმა შვილის მეგობრები, სამი ახალგაზრდა მოკლა, ადგილობრივები ბრალდებულის ოჯახის წევრის გასახლებას ითხოვენ.

სოფელში ბრალდებულის მამის დაბრუნებას 16 ოქტომბერს ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელში დილიდან მობილიზებული იყო პოლიცია. საბოლოოდ, ბრალდებულის მამა სოფლიდან პოლიციამ გაიყვანა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყარათუბნელები სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
ბრალდებულის მამა სოფლიდან უკვე გაიყვანეს
ბრალდებულის მამას ყარათუბნიდან პოლიციის კორიდორით გაიყვანენ
იმერთუბანში მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი დაარბიეს [Photo]
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო