FM97.5 / LIVE

რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა

მთავარისამართალი » შემთხვევა 01.09.2014
რა მოხდა მარიამობის ღამეს ადიგენში და რატომ მოკლეს სამი ახალგაზრდა; ვინ არის მომხდარის თვითმხილველი და ვინ გადაარჩინა ოთხი ახალგაზრდიდან ერთი სიკვდილს;

რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა

ადიგენში, სოფელ გორგულის ხიდთან მომხდარი მკვლელობის შესახებ საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილები, ვიდრე მათ დავით კუბლაშვილი მოკლავდა, მკვლელობაში ბრალდებულსა და მის შვილს სასტიკად გაუსწორდნენ.

აღნიშნულს ადასტურებენ პროკურორი მამუკა ქომოშვილი და იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილებსა და ბრალდებულის შვილს ჩხუბი მოუვიდათ, შვილმა მამას დასახმარებლად დაურეკა. ადგილზე მისული დავით კუბლაშვილი კი შვილთან ერთად მათ სასტიკად სცემეს. კუბლაშვილის გამწარების მიზეზი სწორედ ეს გახდა, მან თავი ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო იმის გამო, რომ შვილის ტოლმა ბიჭებმა სცემეს, გზაზე მომავალი მანქანა გააჩერა, სახლში დაბრუნდა იარაღი აიღო და ბიჭები დახოცა.

მომხდარს შემთხვევით შეესწრო ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი თემურ მსხვილიძე. როგორც ადგილობრივები გელა სირბილაძე და მაკა ჩიტორელიძე ამბობენ, ამ დროს მსხვილიძე სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და სამოქალაქო ფორმით იყო. მან კუბლაშვილს ხელები გაუკავა და დაჭრილი სიკვდილს გადაარჩინა. სწორედ მსხვილიძემ შეატყობინა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებსაც.

„თემო ტყვიას ბეწვზე გადაურჩა“, - ამბობენ ყარათუბნელები (იმერთუბნელები).

მსხვილიძის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში (იმერთუბანში) მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
დაპირისპირება სოფელ ყარათუბანში
„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“
იმერთუბნელები სამხარეო სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავენ
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
ყარათუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდების დაკრძალვისთვის თანხა ადიგენის გამგეობამ გამოყო
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს