FM97.5 / LIVE

ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ

მთავარისაზოგადოება 01.10.2014
დევნილებითვის ახალციხეში საცხოვრებელი ბინების გადაცემის პროცესი ერთი თვით გადაიდო. რუსთაველის N113 – ში მდებარე ყოფილი – სკოლა ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.

ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ

იძულებით გადაადგილებულ პირებმა ახალციხეში საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად აპლიკაციები უკვე შეავსეს, თუმცა დევნილები ბინებით ჯერ ვერ დაკმაყოფილდებიან. მშენებელმა კომპანიამ, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს არემონტებს, შენობის რეკონსტრუქცია დადგენილ ვადებში ვერ დაასრულა.

„მშენებელი კომპანია, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელ კორპუსს არემონტებს, ვადებში ვერ ჩაეტია, ეს მათი მიზეზით მოხდა. დაგვპირდა, რომ ობიექტს ნოემბრის შუა რიცხვებში ჩაგვაბარებს“, – ამბობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი თამაზ გვიმრაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ყოფილი – სკოლა ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო. ტენდერში 700 ათასი ლარით შპს „სენმა“ გაიმარჯვა, რომელიც დევნილებისთვის ორ სამსართულიან კორპუსში ერთოთახიან, ოროთახიან და სამოთახიან 66 საცხოვრებელ ბინას აკეთებს.

17 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ახალციხეში საცხოვრებელი ბინების დასაკავებლად აპლიკაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შეავსეს.

სულ 65 განაცხადი შევიდა, რომელსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს. საცხოვრებელი ფართით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც ბინები საკუთრებაში არ აქვთ და სახელმწიფო მათ ფულად კომპესაციებს არ აძლევს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
რატომ გადაიდო ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი ორჯერ
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ